სალომე ტატიშვილი 2016 წელს გუდაურში სრიალისას დაიღუპა გუდაურის სათხილამურო ტრასაზე 12 წლის სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე სასამართლომ წარსულში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი ლიპარტელიანი, რომელიც სრიალისას გოგონას შეეჯახა და ადრე უდანაშაულოდ ცნეს, ახლა სიცოცხლის გაუფრთხილელობით მოსპობაშია ბრალდებული და 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.
სალომე ტატიშვილი 2016 წელს გუდაურში სრიალისას დაიღუპა. მას 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი ზურგიდან შეეჯახა. შარშან საქალაქო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. პროკურატურა და სალომე ტატიშვილის ოჯახი განაჩენის შეცვლას და ლიპარტელიანის სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯას ითხოვდნენ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დღევანდელ სხდომას არ დასწრებია გიორგი ლიპარტელიანი. ის ამჟამად პრაღაში სასწავლებლად იმყოფება.
წაიკითხეთ სხვა სტატიები სალომე ტატიშვილის შესახებ:
"გული გამიჩერდა შვილო" - გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის ოჯახის წევრია "მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე" - ემოციური პოსტი ტრაგიკულად დაღუპულ სალომე ტატიშვილზე