"ამჟამად უმუშევარი ვარ, დროდადრო ბინებს ვალაგებ. ბავშვის გაზრდაში დედა და დეიდა მეხმარებიან"
თაკო ბულეიშვილი მარტოხელაა დედაა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისი ორი შვილის გარდაცვალებაში ექიმებს მიუძღვით ბრალი. ბავშვები ვადაზე ადრე დაიბადნენ. მეორე შვილი გარდაცვალებიდან 2 დღეში გარდაეცვალა. ახლა პატარა შვილის, 2 წლის ნატას გაზრდაში დედა და დეიდა ეხმარებიან.
- პირველმა ათი დღე იცოცხლა დაბადებიდან, მეორემ - ორი... წელიწად-ნახევარი იყო სხვაობა მათ შორის. მეორე ბავშვის გარდაცვალებას მიმალავდნენ, შემდეგ კი, როცა გავიგე, შოკში ვიყავი. დღემდე ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან... საბუთები მაქვს, სადაც ბევრი შეცდომებია... და ამ საბუთებმა ეჭვები გამიჩინაა... თუმცა ამ საქმეს რომ მივყვე, არ ვარ იმდენად ფინანსური მდგომარეობით უზრუნველყოფილი, რომ გავიგო ყველაფერი... ერთადერთი, რაც მაქვს, საბუთებია, რომელიც შეცდომებით არის სავსე...
- თაკო, რითი ირჩენ თავს, ბავშვის მამა არ გეხმარებათ?
- ამჟამად უმუშევარი ვარ, დროდადრო ბინებს ვალაგებ. ბავშვის გაზრდაში დედა და დეიდა მეხმარებიან. რაც შეეხება ბავშვის მამას, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევს. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვართ მე და ჩემი ოჯახი. ბარბარე, ჩემი ძმიშვილი, მეორე შვილი რომ დამეღუპა, მას მერე სამ თვეში დაიბადა, იგივე სამშობიაროში, სადაც ეს საშინელება შემემთხვა. ბარბარეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებით გაჩნდა. ორი კვირის იყო, გულზე ოპერაცია რომ დასჭირდა, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ იმდენად ბრძოლისუნარიანი გოგოა, არ დანებდა და დღეს უკვე 4 წლის არის.
- ჯანმრთელობის რა პრობლემა აწუხებს ბარბარეს?
- ცერებრალური დამბლა აქვს თანდაყოლილი და გონებრივი ჩამორჩენა, ერთი წლის წინ მეოთხე ხარისხის სიყრუე აღმოაჩნდა ორივე ყურზე და სასწრაფოდ გამოკვლევები სჭირდება, რომ გავიგოთ, ცოცხალია თუ არა ნერვი, რის შემდეგადაც იმპლანტი უნდა ჩაუდგან. ძალიან გვჭირდება ფინანსური დახმარება, რომ ბარბარე გამოჯანმრთელდეს. გვაქვს ბანკში ანგარიში გახსნილი, იმედი გვაქვს ხალხის დახმარების.
თიბისი ბანკის რეკბიზიტები, მიმღები თამარ ბულეიშვილი - GE35TB7735845061100032
რუსკა კილასონია