"არადა, მახსოვს თმას ვიგლიჯავდი. ორი წუთის დაბადებული ელეი"... 2 თვის წინ ნათია დუმბაძე მეორე შვილის დედა გახდა. მომღერლის მეუღლე ბაჩო ბატატუნაშვილი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, სწორედ ამიტომ ნათიას ორსულობის გატარება თბილისში მარტოს მოუხდა. თუმცა, ბოლოს თავადაც გაემგზავრა შტატებში და იქვე იმშობიარა. წყვილმა პატარას ელეი დაარქვა. დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ ელეი დედასთან ერთად საქართველოში ძმის გასაცნობად დაბრუნდა. მონატრებულ დედა-შვილს აეროპორტში მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ამდენ ხანს ელეის ფართო საზოგადოება მხოლოდ შორიდან იცნობდა, დღეს კი ნათიამ მისი პირველი ფოტოები შემდეგი მინაწერით გაასაჯაროვა:
"არადა, მახსოვს თმას ვიგლიჯავდი. ორი წუთის დაბადებული ელეი".
ეს კი ელეის ახალი ფოტოები.
თეკლა ჟვანია