"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
1 / 2
Next
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია. ამბობს, რომ სიკვდილის აღარ ეშინია და ყველაფრისთვის მზად არის. - აქ მუშაობა კარგიაო, - გვითხრა და მიზეზიც გაგვიმხილა, თუ რატომ არ სურს საჯაროდ ვინაობის გამხელა... 3 შვილის დედაა, სტუდენტი შვილიც ჰყავს, სკოლის მოსწავლეც და საბავშვო ბაღის ასაკისაც...

- წინათ ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ამ საქმით დავკავდებოდი. კერძო ბიზნესი მქონდა. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი. როგორ უნდა წარმომედგინა, რომ აქ მოვიდოდი? ვერც ვიფიქრებდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც
ვიცოდი, თუ ასეთი სამსახური არსებობდა... ისე მოხდა, რომ ჩემს ბიზნესში რაღაცები ძალიან ცუდად განვითარდა... რა, ეს საქმე ცუდია? სტუდენტი შვილი მყავს და ბავშვს გზის ფული მაინც აქვს. ამ საქმეში აღებული ფული გადასახადების დაფარვაში მაინც მეხმარება.

- რაიმე პროფესიული განათლება თუ გაქვთ მიღებული?

- არა. ადრეულ ასაკში გავთხოვდი. 17 წლისას უკვე ჩემი ბიზნესი მქონდა: მაღაზია, უძრავი ქონების სააგენტო, ავტომობილების ბიზნესი... მოკლედ, რა საქმეში არ ვიყავი ჩართული... საკმაოდ ძლიერი ოჯახიც მქონდა, მაგრამ რაღაცების გამო, ისე მოხდა, რომ აბსოლუტურად არაფერი აღარ მაქვს.

- პარალელურად, კიდევ სადმე მუშაობთ?

- არა. არ ვიცი, სად ვიმუშაო. რუსთავში რა სამსახურია? არაფერი.

-
ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხართ?

- 3 შვილი მყავს. ქირით ვცხოვრობ. დედამთილი ძალიან მეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 240 ლარი ბინის ქირის გადასახადში არ მეყოფა. მეუღლე არ მყავს.

- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ოჯახის წევრებმა რატომ არ იციან?

- წინათ, ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონდათ. მათ დედა სხვაგვარ სიტუაციაში აცხოვრებდა.

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
5144
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?