რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა
რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა
1 / 2
Next
ნანა ბერძენიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, 13 წლის ელენე 9 თვის წინ გახმაურებულ ონლაინთამაშს "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა - გოგონა მე-13 სართულიდან გადმოხტა (იხილეთ სტატია "მეშინოდა, ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი..."). სასოწარკვეთილი დედა იბრძვის, რომ ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე, გადაარჩინოს სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისა და უფრო მეტიც - სიკვდილისგან.
სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ეჭვობენ, რომ ბავშვი ჩართულია ამ თამაშში, როგორც წესი, სამართალდამცველებს არ მიმართავენ. ისინი ბავშვთან მოლაპარაკების
გზით ცდილობენ მოაგვარონ ეს პრობლემა. ურო მეტად ის მშობლები მიმართავენ, რომელთა შვილებიც უკვე ემსხვერპლნენ "ლურჯ ვეშაპს". სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით.

- თქვენ შემთხვევაშიც არის საქმე აღძრული. ამ ეტაპისთვის, თუ აქვს გამოძიებას რამე კონკრეტრული შედეგი?

- ამ წუთისთვის რამე კონკრეტული შედეგი არ არის. 9 თვეა გასული. ველოდები გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თამამად ვიტყვი, რომ სირაქლემის პოზიციაში არიან და არანაირი საინფორმაციო კამპანია არ უწარმობიათ ამ თემაზე, მსჯელობის დონეზეც კი.


- მშობელმა და ბავშვმა, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორ უნდა დაიცვან თავი, ვის უნდა მიმართონ?

- სამწუხაროდ საქართველოში, მე რამდენადაც მომეპოვება ინფორმაცია, ბავშვის დაცვის თვალსაზრისით, ან ცხელი

ხაზი, ან განათლების სამინისტროს რომ ჰქონდეს რამე პროგრამა, ასეთი არ არსებობს. არის რაღაც ფრაგმენტული პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ - ინტერნეტ უსაფრთხოებაზე, თუმცა კონკრეტულად ამ თამაშისგან როგორ უნა დავიცვათ თავი, მსგავს რამეს ვერსად წავაწყდი.


- რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ჩართულია თამაშში? თქვენ ელენეს ტრაგედიამდე ამჩნევდით რამეს?

- გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხასიათის ცვლილება ხშირია და მშობელი შესაძლოა ვერც მიხვდეს, რით არის გამოწვეული ეს ცვლილება. მე პირადად ვერაფერი შევნიშნე ელენეს გარდა იმისა, რომ ოდნავ საკუთარ თავში ჩაიკეტა. ჩვენ თვითდაზიანებები არ გვინახავს იმიტომ, რომ დახურული ტანსაცმელი ეცვა. ამ ყველაფერს ელენეს მეგობრებთან საუბრის შემდეგ მივხვდით. უკვე ინტრნეტშიც უხვად იძებნება ის ნიშნები, რაც "ლურჯი ვეშაპისთვის" არის დამახასაიათებელი. ეს არის: ჩაკეტილობა, თვითდაზიანება, ძილის დარღვევა (გამთენიისას ბავშვებს ეკითხებიან პირად რაღაცებს და მერე ამით ხდება მათი დაშანტაჟება. მათი მიზანია ბავშვს შეუქმნან დაუცველობის შეგრძნება).

mshoblebi

- თქვენი ინფორმაციით, რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი?

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ ვიდეომიმართვა

1 / 2
Next
36200
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ia
0
ყველაფერს იგებს პოლიცია კაკებე.. და ეს ლურჯი ვეშაპის დანაშაულებრივი ჯგუფი ვერ აღმოაჩინეს?
12:33 / 14-06-2019
**
0
თუ მიზანმიმართულად ხდება ადამიანის თვიკვლელობამდე მიყვანა მითუმეტეს ბავშვების?! რაც არ უნდა მყარი ფსიქიკის იყოს ადამიანი შეიძლება ვერ გაუძლოს ზეწოლას რა ვიცით რა ჩიხში იქცევენ.. ასე რომ დამნაშავე ისინი არიან ვინც ეს თამაშია თუ რაა მოიგონა და აშანტაჟებენ მოზარდებს, ბავშვებს.
21:30 / 25-05-2018
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?