რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა
Prev
2 / 2

- როცა მე ვსაუბრობ სტატისტიკაზე, ეს ჩემთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოუწოდებია. 2017 წელს მომხდარ 32 შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, რომელიც სანდო წყარომ მომაწოდა და მას ვერ დავასახელებ. ამბობენ, რომ 2016 წლიდან დღემდე საქართველოში 200-მდე ფაქტი დაფიქსირდა. ზოგი ფაქტი არც არის გახმაურებული. მე ვიცი პაპუაშვილების ამბავი.  ელენემ ეს გააკეთა 29 აგვისტოს, დაახლოებით ერთ კვირაში გადმოხტა ის ბავშვიც, რომლის მამაც კონტაქტურია, თუმცა არიან მშობლები, რომლებიც კონტაქზე არ გამოდიან. კიდევ არის ერთი ფაქტი ცნობილი, დაახლობით ორი თვის წინ 17 წლის ბიჭი გადმოხტა მერვე სართულიდან და საბედნიეროდ, გადარჩა.


- აქტიურად ხართ ჩართული პროცესში, თუ მოგმართავენ მშობლები, რომლებიც ეჭვობენ, რომ მათი შვილი თამაშობს?

- თვითონ თამაშზე დარეგისტრირება არ ხდება აპრობირებული მეთოდით. როგორც წესი, ბავშვები ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე "ჰეშთეგის" მეშვეობით უთითებენ "ლურჯ ვეშაპს", შემდეგ უკვე ადმინისტრატორი იწვევს ონლაინ, სადაც არეგისტრირებენ მერე ბავშვებს. მირეკავს ძალიან ბევრი მშობელი, რომელიც ამჩნევს ბავშვს ნიშნებს, თუმცა ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მშობლების ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ თვიდაზიანებები, რომელიც აქვს ბავშვს, არის "ლურჯი ვეშაპის" გამო. ბავშვს რომ ამოტვიფრული აქვს რაღაც, ჩაკეტილია და მოწყვეტილი სამყაროს, მშობელს რატომღაც ურჩევნია ივარაუდოს, რომ "ლურჯი ვეშაპი" არაფერ შუაშია.


- თქვენ აღნიშნეთ, რომ ფსონების დადება ხდება მსხვერპლ ბავშვებზე...

- ეს ინფორმაცია მაქვს მოძიებული, ძალიან ბევრი მკვლევარი მუშაობს ამ თემაზე, რუსეთში ვრცელდება ამის შესახებ ცნობები, უფრო მეტიც, სკოლებში ამ საკითხზე სემინარებიც ტარდება. ყველაზე მეტად მიზეზი იმისა, თუ რატომ ჰგონიათ "ლურჯი ვეშაპი" სისულელე, სწორედ ის არის, რომ ვერ ხვდებიან, რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს ბავშვების ხოცვას. ბოლოს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებზე იდება ფსონები, რაც თავიდან არ ყოფილა ამ თამაშის მიზანი... თავიდან კონტაქტობდნენ რუსი მენტორები, და მშობლები თავს იმშვიდებდნენ, ჩემმა შვილმა თუ არ იცის რუსული, ვერაფერს დააკლებენ. თუმცა მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმ ბავშვებისგან და მშობლებისგან, ვისაც შეეხო ეს პრობლემა, რომ ქართველი მენტორები კონტაქტობდნენ... მე არ ვიცი, ელენესთან როგორ მოხდა დაკონტაქტება, მაგრამ როგორც ჩანს, ელენეს ჰქონდა ალტერნატიული ფეისბუქები, როგორც მითხრეს მისმა მგობრებმა. ჩემი შვილი ახსენებდა ამ თამაშს და ამბობდა, რომ არასოდეს არ ვითამაშებო და თუკი ვითამაშებ, ისინი ვერაფერს დამაკლებენო. მე ვესაუბრებოდი მას ამ თამაშის შესახებ და მის მავნე ზეგავლებზე ჩემს შვილს ჰქონდა ინფორმაცია.


- რა არის თქვენი მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის?

- ჩემი თხოვნა იქნება, რომ მშობლები ყურადღებით იყვნენ, თუ შეამჩნევენ ბავშვს თვითდაზიანებას... მეორე მომენტია, რომ ტელეფონი უნდა ჩამოართვან ბავშვს ღამე - ყველაზე მეტად ბავშვებს ურეკავენ შუა ღამისას. უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მთავარი - ზაფხული მოდის და ბავშვს გაუჩნდება ძალიან ბევრი თავისუფალი დრო და სივრცე, სწორედ ზაფხულში ფიქსირდება ბევრი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ ბავშვების ინტერნეტთან წვდომა. ყურადღებით იყავით, თუ ბავშვმა ქცევა შეიცვალა, შეიძლება ეს იყოს გარდატეხის ასაკით გამოწვეული, თუმცა მაინც დაიზღვიეთ თავი და ესაუბრეთ თქვენს შვილს.


ქალბატონი ნანა ია მინდაძე-ასათიანის ლაივში ჩაერთო, ჯგუფში საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე". მისი გამოსვლის ვიდეოვერსიასაც გთავაზობთ.


რუსკა კილასონია

 

Prev
2 / 2
36521
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ia
0
ყველაფერს იგებს პოლიცია კაკებე.. და ეს ლურჯი ვეშაპის დანაშაულებრივი ჯგუფი ვერ აღმოაჩინეს?
12:33 / 14-06-2019
**
0
თუ მიზანმიმართულად ხდება ადამიანის თვიკვლელობამდე მიყვანა მითუმეტეს ბავშვების?! რაც არ უნდა მყარი ფსიქიკის იყოს ადამიანი შეიძლება ვერ გაუძლოს ზეწოლას რა ვიცით რა ჩიხში იქცევენ.. ასე რომ დამნაშავე ისინი არიან ვინც ეს თამაშია თუ რაა მოიგონა და აშანტაჟებენ მოზარდებს, ბავშვებს.
21:30 / 25-05-2018
მსგავსი სიახლეები