დუკანის ერთკვირიანი დიეტა - აუცილებლად დაიწყეთ ორშაბათიდან
დუკანის ერთკვირიანი დიეტა - აუცილებლად დაიწყეთ ორშაბათიდან
დუკანის პირველადი დიეტის მსგავსად, დიეტის ამ ვარიანტშიც აკრძალული და დაშვებული პროდუქტები უცვლელია. დიეტა იწყება ორშაბათს და კვირას მთავრდება. მომდევნო კვირას იმეორებთ ყველაფერს ისევე, როგორც პირველ კვირაში და ასე გრძელდება, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. დიეტა აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოთ.

მთელი დიეტის განმავლობაში აუცილებელია:

- დღის განმავლობაში 1.5 ლიტრი წყლის დალევა;
- შვრიის ქატოს მიღება – დღეში 1.5 ს/კ (შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სახით, მათ შორის, გამოაცხოთ პური)
- დღეში 30 წუთი ფეხით სიარული.

ორშაბათი


მიირთმევთ მხოლოდ ცილოვან პროდუქტებს, რაც შეტევის დღეებშია
დაშვებული. როგორც პირვანდელ დიეტაში, აქაც შეუზღუდავია რაოდენობა და ჭამის საათებიც არ გაქვთ განსაზღვრული. არ უნდა დაგავიწყდეთ ქატო 1,5 კოვზი, 1,5 ლ წყლის დალევა და მინიმუმ 30 წუთი ფეხით სიარული, შეგიძლიათ დღის სხვადასხვა მონაკვეთში 15-15 წუთი ისეირნოთ!


სამშაბათი


ორშაბათს დაშვებულ პროდუქტებს ემატება ბოსტნეული, რაც მეორე ფაზაშია
შეკითხვა ექიმს
-უკაცარავად, შეგიძლიათ მითხრათ 100 გრამ ჭადს რამდენი კალორია აქვს? და კიდევ, ქარხნული ყველი უფრო კალორიულია თუ სოფლის?
დაშვებული ყველა, არ აქვს მნიშვნელობა საკვებისგან როგორ კომბნაციას გააკეთებთ, მთავარია მიიღოთ ბოსტნეული და ცილოვანი საკვები!

ოთხშაბათი


ორშაბათსა და სამშაბათს დაშვებულ პროდუქტებს დღეს ემატება
ხილი, გამონაკლისია, ბანანი, ყურძენი, ჩირეული, ყველანაირი ხილი სიროფის სახით და თხილეული. შეგიძლიათ მიირთვათ გაყინული ხილი ან კომპოტი, თუ არ აქვს შაქარი დამატებული. ხილის რაოდენობა შეუზღუდავი არაა. მაგალითად შეგიძლიათ მიირთვათ: ერთი პატარა ჯამი მარწყვი ან ჟოლო ან 1 ცალი ფორთოხალი, 2 ცალი მანდარინი, 2 ცალი საშუალო ზომის კივი, 1 ცალი საშუალო ან დიდი ზომის ვაშლი. ეცადეთ, რომ ხილი საღამოს მიირთვათ, რადგან ხილში შემავალი ფრუქტოზა ხელს უწყობს კარგ ძილს. განაგრძეთ კითხვა

ტეგები: დიეტა დუკანი
6985
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```