"ერთი კვირა აბაზანიდან არ გამოდიოდა და ბღაოდა"
" ყველაზე რთული მომენტი იყო, როცა ჩემს ცოლს და შვილს ერთი დიოგნოზი დაუსვეს - ანევრიზმის. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, ვცდილობდი რომ არ შემმჩნეოდა ეს ყველაფერი.." - ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა მსახიობმა "ნანუკა ჟორჟოლინის შოუში" შვილთან ერთად სტუმრობისას ისაუბრა.
როგორც ლენუკა ყიფშიძემ აღნიშნა, მამამ ძალიან განიციდა, როცა სახლიდან გაიპარა.
"ჩემს ყოფილ მეუღლეს იცნობდნენ ძალიან კარგად, მიუხედავად ამისა, მამაჩემმა მაინც ძალიან განიცადა ჩემი გაპარვა. ისე განიცადა, რომ მე როცა გაპარვის შემდეგ პირველად სახლში მივედი სახლში და ვნახე არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, თურმე ერთი კვირა აბაზანიდან არ გამოდიოდა".
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ერევა მამა შვილების ურთიერთობაში, მსახიობმა ასე უპასაუხა:
- არაფერში ვერევი. უბრალოდ ვერ ვიტან, როცა ჩემ უკითხავად აკეთებენ რაღაცს და მერე პოსტფაქტუმ გაფუჭდება რამე და მამა მიშველე მეუბნებიან.
ზურა ყიფშიძე