ირაკლი ჩხიკვაძე: "ჯერჯერობით დაოჯახებული არ ვარ..."
ირაკლი ჩხიკვაძე: "ჯერჯერობით დაოჯახებული არ ვარ..."
მსახიობი - ირაკლი ჩხიკვაძე დეტექტივის - აკაკი შუკაკიძის როლს განასახიერებს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". მისი გმირი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ახალ სეზონზე და ყველა ინტერესით ელოდება, როდის გამოავლენს ნივთების ქურდს... ირაკლი ჩხიკვაძე სერიალზე და თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა...

- სერიალში ქასთინგის შედეგად აღმოვჩნდი... ყოველდღიურად ვცდილობ უფრო და უფრო მეტად გავუგო ჩემს გმირს. მომწონს ის, რომ პატიოსანი კაცია, შრომისმოყვარე, უყვარს თავის ოჯახი, მეგობრები, სამშობლო და ცდილობს ამისთვის ყველაფერი გაიღოს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ასეთი, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.


- თქვენთვის მისაღებია
მოსასმენი აპარატურა და ასე შემდეგ?

- დიახ, პროფესიონალურად იქცევა და ამაში ყველა დამეთანხმება... მოსასმენი აპარატურა სასურველი არ არის, მაგრამ ამ გზით ცდილობს სიმართლე გამოარკვიოს. უწევთ დეტექტივებს ზოგჯერ ამ მსხვერპლზე წასვლა, სიმართლე რომ გაირკვეს. თორემ მე პირადად არ მივესალმები ამ ყველაფერს.


- რამდენად მოგწონთ ის ოჯახი, რომლის დეტექტივიც ხართ?

- თუ მეკითხებით მე პირადად, როგორც ირაკლის, არ მაქვს უფლება განვსაჯო, კარგია თუ ცუდია. ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველა თავის ცხოვრებით რაღაცას პოულობს... ჩემს პერსონაჟს - აკაკის არ მოსწონს ის ხალხი. ისინი იმდენად გართული არიან საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი იმიჯით, რომ ერთმანეთისთვის ყურადღების მისაქცევად აღარ სცალიათ.

ეს ყველაფერი მიუღებელია აკაკისთვის და ამბობს კიდევაც თავის მეუღლესთან.


- როგორც მსახიობის, თქვენი ინტუიციით ვინ შეიძლება იპარავდეს ნივთებს?

- ჩემი ინტუიციით ჯერჯერობით ვერ ვხვდები რომელია ქურდი და არც მაქვს უფლება ვილაპარაკო რამე წინასწარ... 
გადასაღებ მოედანზე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ძალიან კარგი გუნდია. ყველანაირად ხელს მიწყობენ, კეთილგანწყობილები არიან ჩემს მიმართ და რასაკვირველია ეს ჩემზე კარგად მოქმედებს. მაქსიმალურად გახსნილი ვარ. უფრო და უფრო მეტად ვეგუები ამ სიტუაციას და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც მე გამომიცხადეს.
mshoblebi

- პროფესიით მსახიობი ხართ... ამჯერად სად მოღვაწეობთ?

- 2016 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში ვარ დაკავებული... ბევრ სპექტაკლში ვმონაწილეობ და ზოგჯერ რთული რეჟიმია. ერთმანეთს ემთხვევა რეპეტიცია თუ გადაღება და როგორც თეატრიდან, ასევე ფორმულა "კრეატივის" მხრიდან დიდი ხელშეწყობა მაქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასე რომ მეხმარებიან. ტკივილი ახლავს ამ ყველაფერს, ხან ერთს რომ აკლდები და ხან მეორეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვახერხებთ დაბალანსებას.


- დაოჯახებული ხართ?

- ჯერჯერობით არა, თავისუფალი ვარ და ამ მხრივ თავს კარგად ვგრძნობ. როცა ოჯახი მექნება, კიდევ უკეთესად ვიქნები...


- გსურთ დიდხანს დარჩეთ სერიალში?

- სანამდეც საჭირო იქნება, ალბათ დარჩება ჩემი გმირი და როცა შეწყვეტს ზემოქმედებას მასაზე, მერე ალბათ აღარ იქნება საჭირო სერიალში მისი დარჩენა! ხომ არ შეაწუხებს ადამიანებს ზედმეტად?! ყოველთვის ძალიან ზომიერად რჩებიან გმირები ამ სერიალში და დარწმუნებული ვარ, ჩემი გმირს შემთხვევაშიც ასე იქნება... იტყვის თავის სათქმელს და წავა!


- ალბათ საამაყოა მეცამეტე სეზონი რომ თქვენი გმირით დაიწყო...

- დიახ... მეცამეტე სეზონის პრიველივე კადრი ჩემი გმირით დაიწყო, უფრო სწორად ჩემი გმირის ფეხსაცმლის გამოჩენით... სასიამოვნო იყო ძალიან, ჩემს გმირს რომ წილად ასეთი პატივი ერგო!

მანანა გაბრიჭიძე
3440
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
sg status quo-s
0
ვერ ხედავ ვინ არის?
10:13 / 15-05-2018
ნანკა
0
სტატუს ქიუო-ს. მარჯანიშვილის თეატრში იარეთ ხშირად და ნახავთ " ეს ბიჭი" კიდევ სად და როგორ თამაშობს.
18:11 / 14-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?