სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ჩვილის გვამი იპოვეს
სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ჩვილის გვამი იპოვეს
სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის გვამი იპოვეს. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი თავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის საპირფარეშოს ორმოდან ამოიყვანეს.

თვითმხილველის თქმით, საპირფარეშოში შესულმა ორმოში რაღაც საეჭვო დაინახა, რომელიც ჩვილის ცხედარი აღმოჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა დღეს გახდა ცნობილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ. ოჯახის წევრები პოლიციამ სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ოჯახში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დადასტურდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს–ში განუცხადეს, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე
მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"
3111
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?