როგორ შევარჩიოთ ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ შევარჩიოთ ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგმა ვერა ხუბელაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ რას უნდა ველოდოთ მამაკაცისგან, რომელიც უკვე ოფიციალურადაა ჩვენი მეუღლე.
ალბათ, ყველა ჩვენგანს უფიქრია, რომელ ზოდიაქოს ნიშანს უფრო უკეთ შეეწყობოდა, ხასიათი ხომ უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რამაა, მაშინ, როცა ურთიერთობას ვიწყებთ.

ვერძი - ერთ-ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ქორწინების შემდეგ ხასიათს და ქცევებს, ფაქტობრივად, არ იცვლის. ხშირ შემთხვევაში, როგორიც მანამდე იყო, იმავე პიროვნებად რჩება.
გახსოვდეთ, არ შეიქმნათ იმის ილუზია, რომ ვერძი რომელიმე საკითხთან მიმართებაში გამოსწორდება. მისთვის ქორწინების მოწმობაზე
ბეჭედი მხოლოდ ფორმალობა შეიძლება იყოს. მას ძალიან უყვარს მბრძანებლობა და მითითებები. თქვენ შეგიძლიათ თავად დააკვირდეთ ნაცნობ წყვილებს, რომლებშიც ვერძიც არის. შეიცვალა ვერძი? რა თქმა უნდა, არა. თუ მსგავსი წყვილი ახლოს არ გეგულებათ, მაშინ ცნობილი ადამიანების მაგალითზე შეგიძლიათ იმსჯელოთ. სხვანაირი გახდა ის? თუ თქვენ იშვიათი გამონაკლისი აღმოაჩინეთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება. რა რჩევა უნდა მივცე, მათ ვინც გადაწყვიტა, რომ ცხოვრება ვერძს დაუკავშიროს? პირველ რიგში, ვერძს შეუქმენით თავისი პირადი სივრცე. აუცილებელია, ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაკავებული იყოს საყვარელი საქმით და შეეძლოს დასვენება.

კურო - ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორია. იგი საიმედოა და მხოლოდ იშვიათ
შემთხვევაში შეიძლება მივიდეს საქმე ურთიერთობის დასრულებამდე. კუროს მიზეზების არსებობა უბიძგებს იმისკენ, რომ ურთიერთობაში დროებით პაუზა აიღოს. თუ მსგავსი სიტუაციის მომსწრე ხართ, შეგიძლიათ კომენტარის სახით გაგვიზიაროთ.
კურო მამაკაცი ზოგჯერ არაერთგვაროვანია. ამიტომ მისი დაკმაყოფილება რთულია. თუ მას არ სჭირდებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს. კუროსთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტი - მისთვის ეს ოჯახურ კეთილდღეობასაც უკავშირდება. კურო მამაკაცისთვის ბავშვებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უდიდესი სიხარულია მის ცხოვრებაში. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული კაცები მზრუნველი, მოსიყვარულე, ალერსიანი მშობლები არიან.

ტყუპები - ეს სწორედ ის ზოდიაქოს ნიშანია, რომლის ქორწინებაში წარმოდგენაც რთული საქმეა. თუ თქვენ ტყუპებთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება გაქვთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ მათ შორის ძალიან ცოტას თუ აქვს გრძელვადიანი ურთიერთობა და ოჯახი.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან ოჯახის შექმნა შეუძლებელია.
მას ძალიან უყვარს სახლი და ზოგადად, თავისუფლება. როგორც წესი, ურთიერთობაში უფრო ქალი მიდის დათმობაზე, ვიდრე თავად ტყუპი მამაკაცი. თუ თქვენ იცნობთ ტყუპ კაცს, რომელიც ამ სტერეოტიპისგან განსხვავდება, კომენტარებში მოგვიყევით ამის შესახებ.

კიბო - ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელსაც სპეციალური მიდგომა სჭირდება. მათთვის ოჯახური თანაცხოვრება ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს უდრის. თუ მას ცოლი მოჰყავს, როგორც წესი, ეს საიმედო ურთიერთობაა, რომელიც ქარიშხალსაც უძლებს. უცხოელი წყვილების მაგალითიც დაგეხმარებათ იმაში, რომ დაინახოთ, რამდენად სიღრმისეული მიდგომა შეიძლება ჰქონდეს კიბო მამაკაცს ურთიერთობის მიმართ. ბავშვებთან მიმართებაში ისინი ბოლომდე სანდოები არ არიან. ამიტომ საჭიროა, რომ მუდმივი მონიტორინგი აწარმოოთ.

ლომი - მას ცეცხლოვანი და ძლიერი ხასიათი აქვს. ქორწინების შემდგომ სახლში თავიანთ წესებს დანერგავენ და ეცდებიან, ყველაფერი მათი კონტროლის ქვეშ მოექცეს. ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლომი მამაკაცი საკმაოდ კონფლიქტურია, რაზეც მისი ცეცხლოვანი ხასიათიც პირდაპირ მეტყველებს.
ლომებს ცხოვრების ძალით გართულებაც გამოსდით, მაგრამ როგორც აფეთქება შეუძლიათ, ისევე ძალუძთ დამშვიდება და წყნარ, მშვიდ ადამიანად გარდაქმნა. 
განაგრძეთ კითხვა
660
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?