როცა მისი მშობლები დაშორდნენ, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო თამთა გოდუაძე მალე მამიდა გახდება, მისი რძალი სალომე მსხლიაძე შვილს ელოდება.
თამთა პრესასთან არ საუბრობს პირად ცხოვრებასა და ოჯახის წევრებზე, ამიტომ ცოტამ თუ იცის, რომ ბერძნული და ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავს ძმა ჰყავს.
როცა მისი მშობლები დაშორდნენ, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. თამთას დედას მეორე შვილი შეეძინა. ლადო 22 წლის ასაკში საბერძნეთში არასასიამოვნო ინციდენტის მონაწილე გახდა - ის მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს და ოთხი წლით აღუკვეთეს თავისუფლება. მომხდარის გამო, ცნობილ მომღერალს დიდ ხანს მოუწია კრიტიკოსებთან
ბრძოლა და ცნობისმოყვარე ჟურნალისტების მოგერიება.
-"შეცდომას ყველა უშვებს, ჩემმა ძმამაც დაუშვა შეცდომა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ძმა ციხეში ჯდომის შემდეგ ფსიქოლოგიურად არ დაეცა და ახალი ცხოვრება დაიწყო, ის გამოსწორდა. მუშაობს მიმტანად და ბოქსით არის დაკავებული." - განუცხადა თამთა გოდუაძემ ბერძნულ პრესას.
"სელებრითის" 31 წლის ძმა მეუღლესთან, სალომე მსხლიაძესთან ერთად ეტაპობრივად საბერძნეთსა და საქართველოში მოღვაწეობს. საბერძნეთში ისინი თამთასთან ერთად ცხოვრობენ. ლადო აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა და გატაცებულია კრივით.
ლადო მალე მამა გახდება. საკეისრო კვეთა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები