"ძლიერი ქალის სიმბოლომ დღეს სხვა განზომილებაში გადაინაცვლა" - მეგობრები ნატა სამადალაშვილს ემშვიდობებიან
"ძლიერი ქალის სიმბოლომ დღეს სხვა განზომილებაში გადაინაცვლა" - მეგობრები ნატა სამადალაშვილს ემშვიდობებიან
სამოდელო სააგენტო „ნატალის“ დამფუძნებელი და მოდელების ჯერ კიდევ შეუცვლელი თაობების გამზრდელი ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა. სწორედ მან მოახერხა, ბნელ 90-აინებში მოდელები პოდიუმზე დაეყენებინა და მიეცა მათთვის საშუალება, თავი ამ სფეროში დაემკვიდრებინათ. 
ნატალი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა, თუმცა მისი მეგობრების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მუდამ მოწესრიგებული, ენთუზიაზმით სავსე იყო და არასდროს იმჩენვდა ავად ყოფნას. მისმა გარდაცვალებამ ბევრს ატკინა გული. სოციალური ქსელი აჭრელდა ნატალის ფოტოებითა და მასთან დაკავშირებული ისტორიებით:

ანუკი ქორქია:
„პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელ ცხოვრებაში სწორედ მასთან გატარებულ ბავშვობის წლებს უკავშირდება.  პირველი
ცხოვრებისეული გაკვეთილები,  პირველი წარმატება,  პირველი ხელფასი,  მათ შორის, საკუთარი თავის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის უნარიანი ადამიანის შეცნობაც.  დიდი და ძლიერი მოდის ინდუსტრია შექმნა (რამდენადაც შესაძელებლი იყო ჩვენი ქვეყნის პირობებში იმ შავბნელ უიმედო დროში). მის ირგვლივ და ნებაზე ტრიალებდა ყველაფერი, ასე მახსოვს... ძლიერი ქალის სიმბოლომ დღეს სხვა განზომილებაში გადაინაცვლა.   R.I.P. ნატალი“.

ლალი ტოტიკაშვილი:
„ნატა... მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მოდის სფეროში. პროფესიონალი და უსაყვარლესი ადამიანი... ყველას გული დაგვწყვიტა...“
mshoblebi
თიკა ფაცაცია:
„მან აქცია მოდელის პროფესია მოდურად, პრესტიჟულად, შემოსავლიანად საქართველოში. მისი აღმოჩენილი და ხელგამოვლილია ის თაობა, რომელსაც ბევრი მისტირის, როგორც გამორჩეულებს. თაობებს კი თაობები ცვლიდა და ბოლო
მომენტამდე ის ცხოვრობდა მთელი არსებით ამ საქმისთვის. ცაცულიკ... ჩემი ყმაწვილობის ტკბილი მოგონება, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული. მადლობა, ნატალი... ძალიან, ძალიან დამწყდა გული RIP“.

თაკო დოლაბერიძე:
„გული ჩამწყდა. არ მეგონა, რომ ცუდად იყო, სულ ფორმაში, სულ მეკონტაქტებოდა... თაობები გაზარდა, მაგარი გოგოები... გისამძიმრებთ ყველას! ნატალი".

გვანცა დარესლია:
„ლამაზი სულის ლამაზმა ადამიანმა დაგვტოვა... R.I.P ნატა“.

ნანუკა გოგიჩაიშვილი:
„მთელი ჩემი ბავშვობა და ულამაზესი ეპოქის შემქმნელი ნატა!!! ...
მაშინ ჯერ კიდევ, შავ-ბნელ თბილისს თავისი აღმოჩენილი, ულამაზესი გოგოებით ანათებდა და ალამაზებდა, გული მტკივა, რომ დღეს ჩვენთან აღარ არის!!! ნატა, შენ მთელი ეპოქა შექმენი!!!“
ციცი ომანიძე
5956
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?