"პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები..."
"პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები..."
"მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება იყო ღირსეული ნაბიჯი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები", - განაცხადა წუხანდელი ამბების კომენტირებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მართლაც, წუხელ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ბევრ განსაცდელს გადაარჩინა ქვეყანა.

ვინც აქამდე არ იცოდა, ის ახლა მეტად დაინტერესდა მინისტრის ბიოგრაფიით. ჩვენს მკითხველებს მის მოკლე ბიოგრაფიას ვთავაზობთ:

1975 წელს არის დაბადებული. დაამთავრა ი.ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი და ასევე
პოლიტოლოგიის ფაკულტეტი. მაგისტრის
ხარისხი აქვს პოლიტოლოგიაში. 2000 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით, 2002-2004 წლებში მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში (ბიზნესის მართვის მაგისტრი). 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი.

2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი – SFK Group - გენერალური დირექტორი. 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 19 მარტი, 1975 (43 წლის)საგადასახადო ომბუდსმენის ამპლუაში შეავსო და
ოჯახის წევრებად მიუთითა 1983 წელს დაბადებული მეუღლე მარიკა ფანცულაია, 2010 წელს დაბადებული შვილი ანა.
2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრია.
34738
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
გია
0
გაწონანსწორებული,ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება სჩანს გიორგი გახარია! ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ეროვნულ საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც!
22:33 / 15-05-2018
Ilia
1
მადლობა ბატონო მინისტრო. ნამდვილად Dაუნდობელი ბრზოლა უნდა გამოუვხადოთ ნარკომოვაHრეებს.
13:39 / 15-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?