მინისტრს მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს ბოლო პერიოდში შსს მინისტრი გიორგი გახარია უფრო და უფრო ხშირად ჩანს ეკრანზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს თუ შეხვედრებზე, ცოტა ხნის წინ გორში მოკლული გოგონას ოჯახს ვალიც გაუსტუმრა და ამ ნაბიჯმა საზოგადოებაში კიდევ უფრო პოპულარული გახადა. თუმცა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაა ცნობილი. მკითხველებს მის მოკლე ბიოგრაფიას ვთავაზობთ:
1975 წლის 19 მარტს არის დაბადებული. დაამთავრა ი.ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი და ასევე პოლიტოლოგიის ფაკულტეტი. მაგისტრის ხარისხი აქვს პოლიტოლოგიაში. 2000 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით, 2002-2004 წლებში მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში (ბიზნესის მართვის მაგისტრი). 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი.
2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი – SFK Group - გენერალური დირექტორი. 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.
მისი მეუღლე 1983 წელს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა. პროფესიით ექიმი ბაქტერიოლოგი. ჰყავს შვილი, ანა, რომელიც მოსკოვში 2010 წელს დაიბადა.
8 წლის გარდაცვლილი გოგონას ოჯახს გიორგი გახარიამ ბინა გამოუსყიდა