გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება "კროტის" გრანულები მიჰყიდა
რამდენიმე დღის წინ ფოთში ორმა არასრულწლოვანმა ბავშვმა ქიმიური საწმენდი ნივთიერება "კროტი" შეჭამა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება "კროტის" გრანულები მიჰყიდა (ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად "კროტის" ბურთულა შეჭამა - უბედური შემთხვევა ფოთში).
თავდაპირველად ბავშვები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს, თუმცა მალევე ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადმოიყვანეს.
როგორც mshoblebi.ge-ს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და 9 წლის ბიჭუნა აუკვე გაწერეს საავადმყოფოდან, 5 წლის გოგონას კი დღეს გაწერენ.
რუსკა კილასონია