"ადამიანები, რომლებიც ამ კლუბში მხოლოდ ნარკოტიკებისთვის და დასაქლიავებლად მიდიან, ეჯგიმებოდნენ სპეცრაზმელებს, რომლებიც მართლა ძალიან დიდხანს უთმენდნენ ფურთხებს და გინებას!" სოციალურ ქსელში გამოჩნდა იმ გოგონას პოსტი, რომელმაც პირველმა გაავრცელა სპეცოპერაციის კადრები ფეისბუქზე:
"ეს კადრები ჩემი გადაღებულაა... იქ ვიყავი მთელ ჩემს სამეგობროსთან ერთად!
ველოდებოდით ივენთის დაწყებას, გარეთ ვსვამდით, რადგან მთელი "ბასიანი" ღამის 1 სააზე სრულიად ცარიელი იყო...
ამ დროს შემოვარდნენ და ავიდნენ პირდაპირ ზევით, ჩვენ ჩვენს მეგობართან ჩავედით ქვევით, რომ ამოგვეყვანა. ამ დროს სპეცრაზმის თანამშრომელი მოვიდა იარაღით, მთლიანად დაფარული სახით, ბოდიში მოგვიხადა შეწუხებისთვის, გვითხრა, რომ დღევანდელი ივენთი არ შედგებოდა და გვითხრა, მას გავყოლოდით გარეთ, ასეც მოვიქეცით... გარეთ უკვე პატრულის თანამშრომლები შეგვხვდნენ და გვთხოვეს, მეორე მხარეს გადავსულიყავით, რადგან გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალათ....
ძალიან წყნარად, მშვიდად და მზრუნველურად იქცეოდნენ...
ჩვენ შიგნით ვიყავით და შიგნიდან ასე გამოგვაცილეს....
რა ხდებოდა ამ დროს გარეთ? ადამიანები, რომლებიც მგონი საერთოდ არც არასდროს არ არიან ამ კლუბში ნამყოფები და + ადამიანები, რომლებიც ამ კლუბში მხოლოდ ნარკოტიკებისთვის და დასაქლიავებლად მიდიან, ისინი ეჯგიმებოდნენ ფორმაში ჩაცმულ, იარაღიან სპეცრაზმელებს, რომლებიც მართლა ძალიან დიდხანს უთმენდნენ ფურთხებს და გინებას!
აი, ეს იყო სირცხვილი! ამდენი შეგნება რომ არ გაქვთ!
საერთოდ ხომ არ ვიცოდით, იქ რა ხდებოდა და რისთვის იყო ამდენი სამართალდამცველი ერთ ადგილას? იქნებ ვის ეძებდნენ? იქნებ ჩვენს გადასარჩენლად იყვნენ? ასე შტერივით მოქცევა როგორ შეიძლება? ყველაფრის პროტესტი არ შეიძლება!
ჩვენ აზროვნება დავკარგეთ!
ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფალნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვის უფლებებს უნდა გადავაბიჯოთ!
სპეცრაზმელსაც თავის უფლებები აქვს!
მასაც მისი მოვალეობა აქვს შესასრულებელი!
ისიც ადამიანია!
ისიც ქართველია!
მასაც აქვს ნერვები!.........
კარგი მუსიკა კარგია!!!!
ბასიანი ძაან მაგარია!!!!
ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა პარასკევს, კლუბში კი არა, კლუბამდე უნდა ეძებოთ, საიდან მოდის ეს უბედურებები! ბარიგას კი არა, ბარიგამდე ადამიანები უნდა აიყვანოთ!!!
მაგრამ ეს არ ამართლებს იმ ფაქტს, რაც დღეს რუსთაველზე ხდება!
კარგად დაფიქრდით, რას ითხოვთ და რისთვის! ან ვისთვის!
საზღვრებს მივხედოთ.... ჩვენს გმირებს მივხედოთ..... ჩვენს გაჭირვებულებს მივხედოთ.... მშივრებს .... ობლებს.... უსახლკაროებს.... უპატრონოებს.... ბავშვებს მივხედოთ!!!!!
სახელმწიფო მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და ახლა მთელი ერის მაგივრად ლაპარაკს დაანებეთ თავი!!!
პ.ს. მადლობა სპეცრაზმის თანამშრომლებს, რომ პარასკევს ასეთი მშვიდები, გაწონასწორებულები და წყნარები იყვნენ!!!"