ვინ არის გოგონა, რომელიც ბოლო დღეებში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა
ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე ყველაზე აქტიური და განხილვადი მოქმედი პირი ჰყავდა. გამოიკვეთა რამდენიმე პერსონა, რომელმაც საზოგადოება სხვადასხვა ასპექტში ძალიან დააინტერესა.
განსაკუთრებული გამოხმაურება 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავზე გოგონას მოჰყვა. ზოგმა ამით „ქართველობა დაკარგა“, ზოგისთვის კი - არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ცეკვავდა ადამიანი და მორჩა. ეს გოგონა ასევე აქტიურად ჩანდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ამპლუაში. ის ანი სუბელიანია, აქციის პოპულარული სახე, რომლისთვისაც ყოვლად გაუგებარია ის აგრესია, რაც მის ცეკვას მოჰყვა
და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც დაწერა:

„ვინც 9 აპრილის მემორიალზე დგომამ და ცეკვამ გაგაღიზიანათ და მეტიც, აგრესიას არ იშურებთ, უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვთ თავისუფლებაზე და საერთოდ არაფერი არ გესაქმებათ ახლოს ამ პროტესტთან. ბასიანის და გალერის კი არა, თავისუფლების დასაცავად ვდგავართ! იმავე თავისუფლების, რომლის დაცვასაც შეეწირნენ 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები! ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და არა ქვის გაკერპებისთვის!! მათსავე ბრძოლას შევუერთდი ამ აქტით და მახინჯი ტვინები გაქვთ, ვინც ამას სხვაგვარად აღიქვამთ.
პ.ს. დღე იყო სასწაული, ხალხი ერთიანი, პროტესტი ცივილური და ხვალინდელი დღის კიდევ უფრო დიდი იმედით ვაგრძელებ სვლას!"

ანი საზოგადეობამ პროექტ „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო. სწორედ ამ შოუს უკავშირდება მისი პირადი ცხოვრებაც, რადგან იქ გაიცნო მომავალი მეუღლე,
ასევე მუსიკოსი ლევან დობაძიშვილი. წყვილი მაქსიმალურად ცდილობდა, ურთიერთობა გაესაიდუმლოებინა, ჭორები კი ვრცელდებოდა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. პროექტის დატოვების შემდეგ ანი და ლევანი დაქორწინდნენ, შვილიც შეეძინათ, რომელსაც დადა დაარქვეს და გარკვეული დროის განმავლობაში ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ.
mshoblebi
ანი ახლაც აქტიურად მღერის - ერთ-ერთ სიმღერას აქვე გთავაზობთ, სტატიის თავში. თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა ეს არ არის.
ანამ მუსიკიდან საჯარო სექტორში გადაინაცვლა, დანაშაულის პრევენციის ცენტრში მუშაობდა. როცა ცენტრის დირექტორი გაათავისუფლეს, ფაქტზე ანამ და მისმა თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ პროტესტი სოციალურ ქსელში გამოთქვეს, რასაც მოჰყვა თეა წულუკიანის მიერ მათი სამსახურიდან გათავისუფლება. პროცესებმა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სუბელიანმა და ახობაძემ სასამართლო მოიგეს კიდეც. ანა სასამართლოს შემდეგ ამბობდა, „სასამართლომ სარჩელი თითქმის ბოლომდე დააკმაყოფილა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს ჩვენი სამსახურში აღდგენა და სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.“

ახლა ანა „თანასწორობის მოძრაობის“ პროექტის მენეჯერია. ამჯერად უკვე მარტოხელაა დედაა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად მეუღლეს დაშორებულია, თუმცა ამბობენ, რომ ლევანი კარგი მამაა და ხშირი კონტაქტი აქვს შვილთან.
შეგიძლიათ იხილოთ ასევე ანის გამოსვლა ერთ-ერთ გადაცემაში სკოლამდელი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.


თეკლა ჟვანია

25429
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (61)
luba
0
დაწყევლის შესახებ როცა განკაცებული ღმერთი ავაზაკივით შეიპყრეს, ცილი დასწამეს, აგინეს, თავში ჯოხით სცემეს, აფურთხეს (სახარებაში ასე წერია), გაშოლტეს, სახეში სილა გააწნეს და ბოლოს ჯვარზე მიაჭედეს, მაინც არ დაუწყევლია მისი მაგინებლები და მამა ღმერთს ასე ევედრებოდა მათთვის: გთხოვ, "აპატიე მამაო, რამეთუ არ ესმით, რას ჩადიანო." სწორედ ამით გაიმარჯვა ქრისტიანობამ და ყველა ქრისტიანი ვალდებულია მიბაძოს ქრისტეს! ეს მათთვის, ვისაც ცოდვილის დაწყევლა ქრისტიანული ჰგონია. დეკ.თ.ლ. ვინც იწყევლებით იმათ საყურადღებოდ
11:39 / 25-05-2018
ნუნუ
2
მე 9 აპრილს ასეთი ლაღი ახალგაზრდებისთვის ვიდექი რუსთაველზე და როგორც ვხედავ ტყუილად არ ვიდექი. ჩემთვის ეს შებღალვა არ არის ჩემთვის ეს თავისუფლებაა. ცეკვა რა გჭირთ რა დეგამართათ? ცეკვა ქვაზე... ქვა ხალხნო ქვაა
17:57 / 18-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?