ვინ არის 9 წლის ბიჭუნა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში
ვინ არის 9 წლის ბიჭუნა, რომელიც საქართველოს  ჩემპიონი გახდა ჭადრაკში
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისელი დავით ნემსაძე გახდა. ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10-წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. ის ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას imereti.news ავრცელებს.

დავითი ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ჭადრაკს 5 წლის ასაკიდან თამაშობს, მოპოვებული აქვს 40-მდე თასი და მედალი. აღსანიშნავია, რომ 9 წლის ბიჭუნა რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
15358
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
likuna
0
შემოგევლე შენა მე მაგ ჭკვიან თვალებში:3 წარმომიდგენია რამდენი შრომა გაქვს ჩადებული ასე პატარას ამ დიდ საქმეში... გაუმრავლდი დედ-მამას და ასახელე კიდევ უამრავჯერ ჩვენი სამშობლო ! დიდი დავითის მადლი გფარავდეს პატარა ბიჯო...
10:29 / 18-05-2018
11
1
უდიდეს მსოფლიო აღიარების დონის წარმატებებს ვუსურვებ ამ ჟღალთმიან კაცს და ასეთი ბავშვები მაძლევენ იმედს,რომ ეს ქვეყანა გადარჩება,გული სიხარულით მევსება და გული მიჩუყდება ხოლმე როდესაც გადაცემა "წიგნების თაროს" ვუყურებ! ნახეთ და დამშვიდდებით.
23:12 / 17-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?