საქართველოს ჩემპიონი ქუთაისელი ბიჭუნა გახდა
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისელი დავით ნემსაძე გახდა. ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10-წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. ის ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას imereti.news ავრცელებს.
დავითი ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ჭადრაკს 5 წლის ასაკიდან თამაშობს, მოპოვებული აქვს 40-მდე თასი და მედალი. აღსანიშნავია, რომ 9 წლის ბიჭუნა რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.