"სასურველია, ასეთ პროექტებში ჟიური დაკომპმლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს!" მაკა ზამბახიძის შვილის სალომე ჩიტაძის "იქს ფაქტორში" გამოჩენამ, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. პირველ ტურში სალომე ჟიურიმ დადებითად შეაფასა, თუმცა სკამების ტურის შემდეგ, ნანიკო ხაზარაძის გადაწყვეტილებით, მან პროექტი დატოვა. ფაქტს მაკა სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:
"ყველას, ვინც მომწერეთ, გაიზიარეთ და უგულშემატკივრეთ სალომეს, უღრმესი მადლობა. მადლობა მენტორებს და განსაკუთრებით - დათო ევგენიძეს, რომელმაც ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა, რომ სალომემ იმღერა ურთულესი კომპოზიცია და კაცის ნამღერი უნიკალური სიმღერა აქცია ქალის ნამღერ ფანტასტიურ ვერსიად! რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელევიზიით ვერ მოვისმინე მაშინ, როდესაც ყველა ბავშვზე თითოეული მენტორის შეფასება სრულად იყო გაჟღერებული.
ჩანაცვლებებს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება როგორც მუსიკოსს, ამიტომ ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რომ შეფასება უნდა ხდებოდეს სიმღერის სირთულის და შესრულების ხარისხის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო მარიტა ცეცხლაძისა და სალომე ჩიტაძის პროექტიდან გამოთიშვა.
P.S. სასურველია, ასეთ პროექტებში ჟიური დაკომმპლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს!
აქვე, წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, განსაკუთრებით კი "კატეგორია 17 წლამდე" მონაწილეებს".
თეკლა ჟვანია