"ბავშვები ერთმანეთს აძლევდნენ დავალებებს" - თბილისის პრესტიჟული სკოლის მოსწავლეები სავარაუდოდ სახიფათო ინტერნეტ-თამაშში იყვნენ ჩართულები
"ბავშვები ერთმანეთს აძლევდნენ დავალებებს" - თბილისის პრესტიჟული სკოლის მოსწავლეები სავარაუდოდ სახიფათო ინტერნეტ-თამაშში იყვნენ ჩართულები
რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ თბილისში ახალი მომაკვდინებელი ინტერნეტ-თამაში „ჩარლი“ გამოჩნდა და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა (იხილეთ დაწვრილებით საქართველოში "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი თამაში "ჩარლი" გამოჩნდა - 6 წლის ბიჭის იტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ).
როგორც ჩანს, პრობლემა საკმაოდ აქტუალურია და „ჩარლი“ ბავშვებში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით დღეს თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის ადმინისტრაციამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„რეკომენდაციები, რომელთაც ახლა გაწვდით, უმნიშვნელოვანესი და პრაქტიკულად სავალდებულოა თითოეული თქვენგანისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ბავშვების უსაფრთხოება.

ქვეყანაში
გავრცელდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი ახალი მანიპულაციური თამაში “ჩარლი“, რომელიც ადრე გავრცელებული „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგია. თამაშის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს მაგ.: გააფუჭონ დედის საყვარელი ნივთი, მოატანინონ, ან მიუტანონ მეგობარს სხვადასხვა ნივთები და ა.შ. მიცემული დავალებები ეტაპობრივად რთულდება და საბოლოო ჯამში ფატალურ შედეგამდე მივყავართ.
განაგრძეთ კითხვა
2979
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?