"ეს ჩემი ახალი სიყვარულია... ამით ვივსებ სიცარიელეს" 31 წლის ქეთა თოფურიასა და 38 წლის რეპერ გუფის (ალექსეი დოლმატოვის) რომანზე ხმები 2017 წლის იანვარში გაჩნდა, როცა წყვილი ტაილანდში შენიშნეს ერთად. მაშინ მათ ყველაფერი უარყვეს, თუმცა მალევე ქეთა ქმარს - ლევ გეიხმანს გაშორდა და მის თაყვანისმცემლებს გაუძლიერდათ ეჭვები, რომ მართლაც რაღაც ხდებოდა.
მოგვიანებით დრო და დრო ჩნდებოდა მათი ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსელში, თუმცა წყვილი მაინც დუმდა. ცოტა ხნის წინ კი ჯერ ვიდეო გამოჩნდა ინსტაგრამზე, სადაც ჩანს, რომ გუფი სიყვარულს უხსნის ქეთას.
იხილეთ ვიდეო
გუფი ქეთას საჯაროდ უხსნის სიყვარულს
ამჯერად კი იუთუბ-არხზე დაიდო რეპერის ინტერვიუ, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ მათი ერთობლივი ფოტოებიც
{{ArticleSplitCont}}
- ახალი სიყვარული მაქვს. უკვე ორი წელია ერთად ვართ და ამით ვივსებ სიცარიელეს. ახლა ბევრი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში. მაღაზია გავხსენი, ქალაქგარეთ ვცხოვრობ და პატარა ეზოსაც ვუვლი, - აღნიშნა გუფმა და დასძინა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობები აინტერესებს და საკუთარ თავს ნერვიულად მიიჩნევს.
ადრე გუფს ნარკოტიკებთან ჰქონდა პრობლემები, თუმცა ამბობს, რომ დაძლია ეს პრობლემები.