არასწორ დიაგნოზებს თუ შეცდომით ჩატარებულ მკურნალობებზე ინფორმაციები შეიზღუდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში მედიის ძალა და ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ხელისუფლებასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებზე, ალბათ, ყოველდღიურად იმატებს. რომ არა ჟურნალისტების ე.წ. watch dog (მოდარაჯე ძაღლის) საქმიანობა, ხალხისთვის მიუწვდომელი დარჩებოდა ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. ამის გამო მედიის წარმომადგენლების გაჩუმებასა და მათთვის შეზღუდვების დაწესებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ. ამჯერად, სფერო სადაც მედიისთვის შეზრუდვის დაწესება მოისურვეს, სამედიცინო საქმიანობის გაშუქებას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი (ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე), გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 2000 ლარით. წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მედიაში მსგავსი საკითხების გაშუქებისას ექიმების მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხდება დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელება.
ალბათ, მკითხველს სულ ცოტა ერთი გახმაურებული შემთხვევა მაინც ამოუტივტივდება გონებაში, როცა მედიით ექიმის სავარაუდო გადაცდომის შესახებ სკანდალური ინფორმაცია მოისმინა. ამბავი, სადაც პაციენტის ოჯახის წევრები ყვებიან, როგორ დაუმძიმდა მდგომარეობა მის შვილს, მეუღლეს, დას, ძმას თუ მეგობარს ექიმის უყურადღებობის გამო, ან როგორ გარდაიცვალა პაციენტი დიაგნოზის არასწორად დასმისა თუ ოპერაციის არაპროფესიონალურად ჩატარების გამო.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება რომ კანონის სახით, მაგალითად გასულ წელს ძალაში შესულიყო, ექსპერტიზის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მედია ვერ შეძლებდა იმ ამბის გაშუქებას, როცა 2017 წელს ხატია თვაური ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა. ვერც ცოტა ხნის წინ, ნათია ჩაგანავას ამბავს შეიტყობდა საზოგადოება, რომელმაც 2018 წლის აპრილში საკეისრო კვეთით იმშობიარა და მალევე კომაში ჩავარდა.
„კლინიკების ასოციაციის“ იურისტის, ირაკლი სერგიას თქმით, საკანონმდებლო წინადადებით არ სურთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და არც პაციენტის ახლობლებს უკრძალავენ მედიაში საუბარს, თუმცა მისივე თქმით, გაშუქება უნდა მოხდეს როგორც მოსაზრება და არა როგორც ფაქტი.
იმისათვის, რომ ამ წინადადებამ საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიიღოს, საჭიროა, ის შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს და მხარიც დაუჭიროს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მედიაში სამედიცინო გადაცდომებთან დაკავშირებული ამბების ობიექტურად გაშუქების სერიოზული პრობლემაა, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციას მხარს არ უჭერს.
„სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას
განაგრძეთ კითხვა