"საერთოდ არ მინდა სიკვდილი..." - ვინ ემუქრება ინგა გრიგოლიას
"საერთოდ არ მინდა სიკვდილი..." - ვინ ემუქრება ინგა გრიგოლიას
1 / 2
Next
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც ხშირად აშუქებს ქალებზე ძალადობის ფაქტებს, ამჯერად თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამიტომაც გადაწყვიტა, შეიარაღებულმა იაროს. ვრცლად ფაქტის შესახებ მისი ფეისბუქპოსტიდან შეიტყობთ:

„ძალიან ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს, პრინციპში, პოსტიც არაა, ვრცელი წერილია... უკვე თითქმის ხუთი წელია, წელიწადში რამდენჯერმე ვაპირებ დავწერო, მაგრამ მერე ვშლი ხოლმე. ახლა უბრალოდ გამოსვალს ვეღარ ვხედავ... გადავწყვიტე, ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე, მარტივად ვაცხადებ - ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ქალების (მით უფრო, მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ
იცავს, რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის... სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას - მოკლული ქალების, ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე...

მე არ მინდა მომკლან!!!! მე
არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია, ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს, არ იცის... ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელზეც გთხოვთ, არ გაგეცინოთ, რადგან სასაცილო არაა, საშიში ამბავია. თავიდან მეც მეცინებოდა, ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ... დღეს უკვე აღარ მეცინება...

მოკლედ საქმე რაშია - ბევრი წლის წინ, თუ არ ვცდები, 2011 იყო, ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები. ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო (მარიამის მამა გარდაცვლილია). ძაან რომ შემაწუხა, გავარკვიე, ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. ერთ დღეს, უკვე 2013 წელი იყო, როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა, უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება, რომ მე ვარ, შენი შვილის მამა, შენს სახლთან ვდგავარ და ჩამოდიო. მოკლედ, 2013-ში გამოვიდა ციხიდან...

შოკში ჩავვარდი, რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები, თვეები. ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან, დამებრუნებინა მისი ქონება, რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი, სახელად თამარი (ჩემს შვილს, მოგეხსენებათ, მარიამი ჰქვია)... იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რადგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას...

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
5350
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
კოტე
1
ინგა სახელმწიფომ ჩემ ხარჯზე უნდა დაგიყენოს დაცვა?, როცა ფული ჩეჩქივით გაყრია, აიყვანე შენი ხარჯით დაცვა და იგლიჯინე. და საერთოდ ამ ტელევიზიებში რასი უხდიან ამდენ ხელფასსს., გართობაში??????? არ დაბლოკოთ, გთხოვთ.
15:48 / 21-05-2018
ნია
2
ქალბატონო ინგა, დეენემის ანალიზია საჭირო საზოგადოება თქვენს სიმართლეში, რომ დარწმუნდეს!!! ასეა ეს, ვინაიდან საზოგადოებას თქვენი არ ჯერავს...
13:19 / 21-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?