ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბებით თამაში... მაგრამ ახლა მას ძალიან სჭირდება ყველას დახმარება ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს... სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ - თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების, სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება...
...ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა, სახელად - მიელოიდური ლეიკემია. ბექა, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები უკვე დაირაზმენ მტრის დასამარცხებლად, ეს უფრო რთული და ხანგრძლივი ბრძოლაა, ვიდრე ყველა უკვე გადახდილი ერთად. ამიტომ, მეტი "მებრძოლის" მობილიზებაა საჭირო, ბექას თქვენც უნდა დაეხმაროთ, ჩვენ ერთად უნდა დავბრუნდეთ ბავშვობაში და ჩვენი წილი "კუბებით" ბექას სიცოცხლის კედელი ავაგოთ.
ბრძოლა ირსაელიდან, შიბას კლინიკიდან იწყება! ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად 350 ათასი დოლარის შეგროვებაა საჭირო და ჩვენ ამას შევძლებთ! ჩვენ ხომ არაერთხელ მოგვიგია ბრძოლა ბოროტთან! სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს! ამიტომ მე, შენ, ჩვენ ერთად #ბექასთვის!!!
ტელ: 0 901 901 996 - ზარის ღირებულება 1 ლარი!
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები
სს თიბისი ბანკი
საბანკო კოდი -TBCBGE 22
მიმღების დასახელება - ბექას ფონდი
ანგარიშსწორების ანგარიში - GE96TB7060336080100007