მისმა ხელმეორედ გამოჩენამ უამრავი დადებითი გამოხმაურება მოუტანა სერიალს
მსახიობი გიორგი მახარაძე სერიალ "ჩემი ჩემი ცოლის დაქალებში" დაბრუნდა. მაქსიმეს გმირი მაყურებლისგან ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი იყო და მისმა ხელმეორედ გამოჩენამ უამრავი დადებითი გამოხმაურება მოუტანა სერიალს.
"აი ერთი მაქსიკო და გამოცოცხლდა ყველაფერი"
"ძალიან მიხარია მაქსიმეს დაბრუნება ფილმში. ბოლომდე გამოჯანმრთელება ვუსურვებ ამ უნიჭიერეს მსახიობს"
"მიეცა აზრი სერიალს" - ასეთი კომენტარებით შეხვდა მაყურებელი მქსიმეს.
იხილეთ ვიდეო:
Video
გიორგი მახარაძე 'ჩემი ცოლის დაქალებში' დაბრუნდა
როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა მსახიობს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის რამდენიმე თვის განმავლობაში გამოეთიშა სერიალს.