მან იმათ ესროლა, ვინც არ მოსწონდა, დანარჩენები კი იმიტომ არ მოკლა, რომ შემდეგ მასზე მოეყოლათ ამერიკის ქალაქ სანტა-ფეში (ტეხასის შტატი) 17 წლის მოსწავლემ დიმიტრიოს პაგურცისმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. ინციდენტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათი დაჭრილია. მკვლელობების შემდეგ პაგურცისმა თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა ამის სიმამაცე აღარ ეყო.
პაგურცისი იმ სკოლის მოსწავლე იყო, სადაც მოხდა ინციდენტი და ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში თამაშობდა. სოციალურ ქსელში გამუდმებით აქვეყნებდა სხვადასხვა სახეობის იარაღის ფოტოებს, მაისურზე კი, რომელიც ხშირად ეცვა, ეწერა Born to Kill (დაბადებული მკვლელად). გარდა ამისა, ხშირად ავრცელებდა ნაცისტური სულისკვეთების ფოტოებს.
ადგილობრივების თქმით, ის ბორბლებიან სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ისევე, როგორც მისი მშობლები. მკვლელობების იარაღი მამამისის კუთვნილება იყო. მშობლები კომენტარზე ჯერ უარს ამბობენ.
თავად პაგურცისმა მოგვიანებით თქვა, რომ არ უსვრია მათთვის, ვინც მოსწონდა. მან კონკრეტულ პირებს დაუმიზნა და ისე ისროლა. დანარჩენები კი იმიტომ არ მოკლა, რომ შემდეგ მასზე მოეყოლათ.