"ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია"
მარიშკა ჯავახაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია, თუ ვინ მოირგებს "ბარბარიკას" როლს, ის მსახიობი თაკო კორინთელია.თავად მარიშკამ სერიალის დატოვების მიზეზად პირადი სახის პრობლემები დაასახელა.
"New is always better ... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Formula Creative- ს იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ
წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩემი პატარა წვლილი შემეტანა, ამ მართლა ისტორიულ პროექტში.
უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს,
რომ არა ის გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.
გულით ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს.
ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია,"- წერს მსახიობი.
ცნობილი მწერლების შთამომავალი და გავლენიანი ადამიანების მეგობარი - მარიშკა ჯავახაძის გარემოცვა "ცხოვრებაში საკურორტო რომანი და ფლირტი არ მქონია" - მარიშკა ჯავახაძე პირად საკითხებზე