ახალი ტრენდის მიხედვით, ისინი ბავშვების ფოტოებს გარკვეული პერიოდი არ ასაჯაროებდნენ მომღერალი თიკა მახალდიანი 5 მარტს გოგონას დედა გახდა. პატარას კირა დაარქვეს, რომლის გაზრდაშიც დედასთან ერთად, მამა, თემო პირველაშვილი აქტიურად არის ჩართული.
თანამედროვე ტრენდის მიხედვით, თიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბავშვის ფოტოებს არ ასაჯაროებდა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარას ფოტოსესია მოუწყვეს და კირა პირველაშვილის პირველი ფოტოებიც გამოჩნდა ინტერნეტში.
თიკას მსგავსად, ანი კეკუაც ცოტა ხნის წინ, გასული წლის ოქტომბერში გახდა დედა. ანის პატარა ბიჭუნა ჰყავს, რომლის გაცნობის საშუალებაც ახლახანს მოგვეცა.
ბიჭი წამოიზარდა და უკვე დედას მეგობრებთან ერთადაც დადის სასიერნოდ.
თეკლა ჟვანია