"გიკი გოგო" - ეს ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა "გიკი გოგო" - ეს ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა. საყვარელი წიგნის მოლოდინში რამდენჯერმე დააყენა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. ბრიტანელი მწერლის თანამედროვე ბესტსელერი "გიკი გოგო" 21-ე საუკუნის პრობლემებზე მოგვითხრობს. საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე თინეიჯერებს გარესამყაროსთან თუ თანატოლებთან ურთიერთობაში აწუხებთ. "გიკი გოგოს" ექვსტომეული ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიც არის ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება საზოგადოებაში.
The Guardian-ის შეფასებით "გიკი გოგო" საოცარი წიგნია 15 წლის გოგონაზე, რომელიც "გიკობიდან" სრულიად სხვა ადამიანად იქცა. ასევე წერს, რომ ეს წიგნი ყველა "გიკმა",ე.ი. "ათოსანმა" უნდა წაიკითხოს.
"რამდენიმე ჯილდოს მფლობელი და ნომერ პირველი ბესტსელერის "გიკი გოგოს" სერიის ავტორი ჰოლი სმეილი" - ასე ახასიათებს წიგნის ავტორს Goodreads. თვითონ ავტორი კი აღნიშნავს: "წიგნი მხოლოდ ერთ რამეზეა, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ".
31 მაისს საქართველოს "წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში" საქართველოს სწორედ ამ შესანიშნავი წიგნების კრებულის ავტორი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა და 1 კვირის განმავლობაში დარჩება. გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ მას, დაუსვან კითხვები და მიიღონ ავტოგრაფები.
ჰოლი სმეილი საქართველოში გამომცემლობა პალიტრა L-ს მოწვევითა და "გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის" მხარდაჭერით ჩამოდის.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/874301669424784/