გავრცელებული ინფორმაციით, ანუკი არეშიძეს და კახა კალაძის მეოთხე შვილი ნანატრი ქალიშვილი იქნება კახა კალაძის მეუღლე, უმშვენიერესი ანუკი არეშიძე სამი შვილის დედაა, თუმცა ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.
კახის და ანუკის სამი ვაჟი ჰყავთ, ლევანიკო, კახი და ვაჩე. პატარების აღზრდაში ძირითადად ანუკი არის ჩართული, რომელსაც ბავშვები ხშირად მასთან ერთად დაჰყავს საზღვარგარეთ.
ანუკი შვილებთან ერთად ახლა იტალიაშია. მას გუშინ ქმარმაც ჩააკითხა და სოციალურ ქსელში ახალი ამბავიც ამცნო თაყვანისმცემლებს, წყვილი მეოთხე შვილს ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ანუკი არეშიძეს და კახა კალაძის მეოთხე შვილი ნანატრი ქალიშვილი იქნება, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ანუკი 6 თვის ორსულია. დიზაინერი ამ ამბავს აქამდე საიდუმლოდ ინახავდა, ორსულობა მას "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულის სტუმრებმაც კი ვერ შენიშნეს, რადგან ის შესაშურ ფორმაშია. იხილეთ ორსული ანუკი არეშიძის ფოტო