სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ტელეფონზე, რამდენიმე წლის განმავლობაში მუქარის შემცველი ზარები ისმოდა. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ტელეფონზე, რამდენიმე წლის განმავლობაში მუქარის შემცველი ზარები ისმოდა. ამის შესახებ თავად ინგამ დაწერა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ("საერთოდ არ მინდა სიკვდილი..." - ვინ ემუქრება ინგა გრიგოლიას). გასაჯაროების შემდეგ, როგორც ჩანს, შესაბამისმა პირებმა ოპერატიულად იმუშავეს და რამდენიმე წუთის წინ, ისევ ინგამ აუწყა საზოგადოებას, რომ ადამიანი, ვინც მასზე ძალადობდა, დაიჭირეს.
"დაიჭირეს!!!!!!!!!! მიხარია, რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო, რასაც წლებია ჩადიოდა!!!! ყველამ უნდა აგოს პასუხი მსგავსი ძალადობისთვის! თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შეურაცხადია, გამოკეტონ იქ, სადაც უნდა უმკურნალონ!!!! დღეს პირველად დავიძინებ მშვიდად ამდენი წლის შემდეგ... Sophio Mdinaradze - მადლობა ოპერატიულობისთვის! ღიად გიხდით მადლობას! აღარ მქონდა პოლიციის იმედი, დღეს მადლობას გიხდით".
თეკლა ჟვანია