არასრულწლოვან გოგონას ზებრაზე მანქანა დაეჯახა
არასრულწლოვან  გოგონას ზებრაზე მანქანა დაეჯახა
თბილისში, გუდამაყრის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ზებრაზე მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე თორნიკე დარჯანია წერს. 

"დღეს დილით ზებრასთან გზა დავუთმე მე-12 კლასელ გოგონას, რომელიც საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მანქანამ გაიტანა. აქ ვერ მოვყვები, რა დამემართა...

რამდენიმე დასკვნა:
1. აზრი არ აქვს საერთოდ ამ ზებრების დახაზვას, იმიტომ რომ სიკვდილის ზონებს ვქმნით. ამ ქვეყანაში არის კატეგორია, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს ზებრა. არათუ ზებრა არ იცის, არ იცის ნიშნის წაკითხვა, რომ სპეციალურ ზონაში მოძრაობს, დააკვირდით ნიშანს, ეს
მოხდა საბავშვო ბაღის და სკოლის წინ.

2. სახელმწიფო არაფერს აკეთებს სამოქალაქო განათლების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.

3. პირველადი დახმარების აღმოჩენის გონზე არაა არავინ. რამდენიმე აპირებდა ბავშვის იქვე მე-8 საავადმყოფოში ხელში აყვანით გადაყვანას.

4. სასწრაფო გინდ გვყოლია, გინდ არა, როგორც ყოველთვის, მოსვლა დააგვიანდა (მიზეზები გასაგებია, საცობში იდგა).

5. ეს ალბათ ჩვენი პანიკიორი, თუ უმწეო ხასიათის ბრალია, ყოველმა გამვლელმა რომ უნდა ჰკითხოს ნაავარიევ გათიშულ ბავშვს, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, ცოცხალია თუ არა და ა.შ.

6. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბავშვს ამტყუნებდნენ, რომ ზებრაზე "სწრაფად გადაიარა".

ეს გოგონა სასწაულებრივად გადარჩა და გონზეც მოვიდა, ალბათ რამდენიმე
ადგილას მოტეხილობა მიიღო და სერიოზული არაფერი სჭირს.

ჩვენც კი ცხოვრებას ვაგრძელებთ ათასი საფრთხით სავსე ქალაქში", -წერს მომხმარებელი თავის პოსტში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ქვეითად მოსიარულე გოგონას, რომელსაც მანქანა დაეჯახა არასრულწლოვანი იყო და ზუსტ  ასაკს ვერ აკონკრეტებენ.  აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. გოგონა სხეულის მსუბუქი დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. დაწყებულია გამოძიება, რის შემდეგაც გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

დედა ოთხი წელია უგონო შვილს უვლის "ტაქსი დაეჯახა, ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი..." 

ავტომანქანა დედა-შვილს გაჩერებაზე დაეჯახა - რას ყვება თვითმხილველი ავარიაზე, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა
10520
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (25)
ნანა
1
გთხოვთ მძღოლებო, ნუ უთმობთ გზას ადამიანებს, ვისაც გადასვლა უნდა მეორე მხარეს, რადგან, რომ უთმობთ, ის იძულებულია გადავიდეს და ამ დროს, ან თქვენს უკან მომავალი მანქანის ან საპირისპირო მხარეს მომავალი მანქანის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. რათ უნდა დათმობა? მოიცდის ადამიანი და არცერთ მხარეს, რომ არ იქნება მანქანა მაშინ გადავა უსაფრთხოდ!
10:11 / 24-05-2018
dadu
2
პირდაპირი დამნაშავე ამ ყველაფერში სახელმწიფოა. შეწყვიტეთ მართვის მოწმობების "უპრაგონოთ" და უაზროთ დარიგება. ასწავლეთ (ან აიძულეთ ისწავლონ) ყველა მომავალ მძღოლს მანქანის მართვა, მოძრაობის წესები, საგზაო ნიშნები და შემდეგ გადაეცით მოწმობა. გაზარდეთ მართვის მოწმობის ამღებთა ასაკი 22 წლამდე. ქალაქსაც ეშველება, თქვენც გეშველებათ, სასწრაფოებსაც ეშველება, პატრულს ხო ეშველება და ეშველება და ჩვენ ხო გვეშველება და გვეშველება.
16:43 / 23-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?