„მატერიალური პრობლემების მიუხედავად შეიძლება მშვიდად და ბედნიერად იცხოვრო, არ უნდა დაინგრეს ოჯახები უმუშევრობის და გაჭირვების გამო..." 33 წლის ალექსი კიკვიძე ორი შვილის მამაა, რომელმაც „იქს ფაქტორში“ გამოსვლა ოჯახს და შვილებს მიუძღვნა. დიდ სცენაზე დადგომით მან, არა მარტო საკუთარი, არამედ რამდენიმე მისთვის ძვირფასი ადამიანის ოცნება აასრულა, მაყურებელს კი თავი გულწრფელი ცრემლებით დაამახსოვრა. თუ რატომ ატირდა ალექსი სიმღერის დასრულების შემდეგ, ამას მასთან საუბარში შეიტყობთ.
- 9 წლამდე წყალტუბოში ვცხოვრობდი, მერე მოსკოვში წავედი, იქ რუსულ სკოლაში ვსწვლობდი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე წელი ისევ წყალტუბოში გავატარე და მერე თბილისში გადმოვედი.
- მუსიკოსი. მთელი ცხოვრება მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ნაწილობრივ ავიხდინე ეს ოცნება, სცენაზე გამოსვლა სამსახიობო უნარების გარეშე წარმოუდგენელია.
- უსაქმურობამ, ბირჟავიკობამ... ასეთმა ცხოვრების წესმა შემიშალა ხელი და ვერ შევძელი.
- ბოლო 10-12 წელია თავი სიმღერას მივუძღვენი, ამით ვცხოვრობ.
- „იქს ფატორმადე“ მუსიკალურ რელითი შოუ „მაგთიფანში“ ვმონაწილეობდი, იქ ესემესებში წავაგე და გამომაგდეს. „იქს ფაქტორში“ უცნაურად მოვხვდი, მეგობარს მოვყევი პრექასთინგზე, მერე მთხოვეს, შენც გადიო, მომისმინეს, მოვეწონე და ამიყვანეს. რადგან აქამდე შევცურე, ვიფიქრე, ჩემს გამოსვლას შვილებს და ოჯახს მივუძღვნი-თქო და ასეც არის.
- თბილისში რომ ჩამოვედი, საცირკო-საესტრადოზე ჩავაბარე ვოკალის განხრით, 18 წლის ვიქნებოდი ალბათ. კერძო სახლში ვიქირავე ოთახი, რომლის მოპირდაპირედაც ცხოვრობდა ჩემი მომავალი მეუღლე, მოგვეწონა ერთმანეთი, 3 წელი შეყვარებულები ვიყავით, მერე გავიპრეთ და უკვე 11 წელი გახდება აგვისტოში, რაც ცოლ-ქმარი ვართ. გვყავს ორი შვილი ლუკა და ნანუ.
- ვუკრავ ხან ქუჩაში, ხან - ბარებში. იყო პერიოდი, როცა ჰონორარის გამო კი არ ვუკრავდი, უბრალოდ მინდოდა, ხალხი გამებედნიერებინა, უფასოდ ვუკრავდი და ბედნიერი ვიყავი. ახლაც მინდა, ასეთი რაღაცები ვაკეთო.
- ჩემი მეუღლე 2 დღე მუშაობს, 2 დღე - ისვენებს. ხშირად მყავს ბავშვები მე და ვზრუნავ მათზე.
- 8 საათზე გავდივარ სახლიდან, მანამდე ბავშვებთან ვარ. ბარში 9 საათიდან 12 საათამდე ვუკრავ, 1 საათზე უკვე შინ ვარ ხოლმე, ამ მონაკვეთში არიან ბავშვები მარტო. ჩვენს გვერდზე ოთახში ცხოვრობდა ქალბატონი, რომელიც პირველ პერიოდში ძალიან გვეხმარებოდა ბავშვების საკითხში, ვუბარებდი, რომ 9-10 საათზე დაეწვინა და ასეც იქცეოდა, ძალიან მეხმარებოდა. მერე სამწუხაროდ, გარდაიცავლა... იმ დროისთვის, ბავშვები უკვე შეგუებულები იყვნენ ამ რეჟიმს, განრიგს კედელზე ვუწერდი, შესვენებებზე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, დაწოლის დროა, ხვალ სკოლაა და გაგიჭირდებათ ადგომა, ისინიც რთავდნენ მულტფილმს და იძინებდნენ. ჭკვიანი ბავშვები არიან, იციან რა არის დენი, გაზი და არ კიდებენ ხელს ასეთ რაღაცებს.
- ყველაფრისგან ერთად. გულშემტკივრების ოთახში რომ გადავხედე, როგორები იყვნენ ჩემი შვილები და რა მდგომარეობაში უწევთ მათ ცხოვრება, ამან ძალიან სხვანაირად იმოქმედა... მერე რომ მივხვდი, კარგად ვიმღერე, დედაჩემის სიტყვები გამახსენდა, ღმერთო, ჩემი შვილი დიდ სცენაზე დამანახეო. მართლაც დიდ სცენაზე რომ ვიდექი, ესეც ძალინ სხვანაირად განვიცადე და თავი ვერ შევიკავე.
იხილეთ ალექსის გამოსვლა იქს-ფაქტორის ქასთინგზე
სცენაზე ატირებული მამა-შვილი- ალექსი კიკვიძის სევდიანი ამბავი
- რაც შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც „იქს ფაქტორში“ გამოჩნდით?
- პირველ რიგში ის, რომ შვილები დგანან მყარად, ამაყობენ ჩემით, ბედნიერები არიან, სკოლაში რომ ცნობენ. ჩემი დევიზი იყო ისიც, რომ ხალხისთვის შემეყვარებინა თავი და ამასაც მივაღწიე. გარდა ამისა, ჩვენი ოჯახი მაგალითის მიმცემი შეიძლება გახდეს ბევრისთვის იმ მხრივ, რომ მატერიალური პრობლემების მიუხედავად შეიძლება მშვიდად და ბედნიერად იცხოვრო, არ უნდა დაინგრეს ოჯახები უმუშევრობის და გაჭირვების გამო.
- კი, თუმცა ყველაფერი მაინც წინ არის.
ციცი ომანიძე