ერთი ოჯახის საოცარი ამბავი რევი და ენდრიუ კრაშევსკები ყოველთვის ოცნებობდნენ ბევრი შვილის ყოლაზე. მაგრამ როდესაც რევი ძლივს გადარჩა პირველი შობიარობის დროს, როდესაც მისი უფროსი ქალიშვილი ოდრი გაჩნდა, წყვილმა გადაწყვიტა, რომ დანარჩენ ბავშვებს იშვილებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, მათ მართლაც იშვილეს კიდევ ერთი გოგონა - რალი, ხოლო 3 კვირის შემდეგ რევე მიხვდა, რომ ისევ ორსულად იყო.
იმის გამო, რომ პირველი მშობიარობა რთული ჰქონდა, ექიმები ცხრა თვის მანძილზე ყურადღებით იკვლევდნენ მას. 9 თვის თავზე გაუჩნდათ ბიჭი, რომელსაც გულის თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა. ნაშვილებ ბავშვსა და საკუთარს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 თვე იყო. "ზოგჯერ მეგონა, რომ ტყუპი მყავდა: ერთი რომ ერთი მიმართულებით გახოხდებოდა, მეორე მეორე მხარეს მიხოხავდა", - იგონებს რევე პატარების პირველ წელს.
ოჯახური იდილია გასულ ზაფხულს დასრულდა, როცა პატარა უაიეტს მოულოდნელად ტემპერატურა მოემატა. ექიმმა სიცხის დამწევი გამოუწერა, მაგრამ იმავე საღამოს ბიჭმა უკეთ იგრძნო თავი და აქტიურად ითამაშა პარკში. ღამე მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვი გალურჯებული და უძრავი იყო. მაშინვე ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ვირუსული მიოკარდიტი აღმოჩნდა...
იმ მომენტიდან ოჯახის ცხოვრება შეიცვალა. ადრე წყვილი კიდევ ერთი ბავშვის აყვანას გეგმავდა, მაგრამ ამ ტრაგედიამ მათი გეგმები შეცვალა.
ასე გავიდა 6 თვე, როცა მოულოდნელად გაიგეს მომაკვდავი ქალის შესახებ, რომელსაც ტყუპი ნაყოფი ჰყავდა მუცელში.
ბავშვები უნდა დაიბადონ ამ წლის ოქტომბერში. წყვილი მიხვდა, რომ მათ ე ბავშვები უნდა ეშვილათ. ახლა საჭირო საბუთებს აგროვებენ. "ქარიშხალს ყოველთვის ცისარტყელა მოსდევს. ტყუპებს ველოდებით ოქტომბერში, - ამბობს რევი კრაშევსკი. - მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდა: ბავშვის სიკვდილის შემდეგაც შეიძლება ყველაფერი დალაგდეს".