ავიაკატასტროფა, რომელსაც მთელი საბავშვო ბაღი შეეწირა, გასაიდუმლოებული იყო აქამდე ...სვეტლოგორსკი, რუსეთი. ყველა ბავშვი, რომელიც ამ ფოტოზეა, 1972 წლის 16 მაისს გარდაიცვალნენ.
სამხედრო თვითმფრინავი საბავშვო ბაღის თავზე აფეთქდა. ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და ხეებში გაიხლართა. თვითმფრინავს ფრთა მოსწყდა, მერე აალდა და ძირს ჩამოვარდა.... მფრინავებთან ერთად, 24 ბავშვი და 3 მასწავლებელი ცოცხლად დაიწვა. მოგვიანებით, დაღუპული მფრინავების სისხლში ალკოჰოლის კვალი აღმოაჩინეს. საბჭოთა მთავრობამ მკაცრად გაასაიდუმლოა ეს კატასტროფა, რომ მასებს, განსაკუთრებით კი - დასავლეთს არ გაეგო.
უკვე 9 საათში, ტრაგედიის კვალიც აღარ იყო. ნამსხვრევები გაიტანეს, საბავშვო ბაღი კი თითქოს არც არსებობდა. მის ადგილას სკვერი გააშენეს. რომ არ გახმაურებულიყო საქმე, სვეტლოგორსკში შესასვლელი და გასასვლელი გზები ჩაკეტეს. ბავშვების დაკრძალვაც მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებში მოხდა.
არავის ჰქონდა ფოტოების გადაღების უფლება. ტრაგედიისგან გულმოკლულ მშობლებს აკრძალული ჰქონდათ გლოვაც კი.
ამ შემთხვევის შემდეგ 40 სამხედრო მოსამსახურე გააძევეს სამსახურიდან. საქმე არ აღძრულა. და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად აიგო პატარა სამრეკლო, სწორედ განადგურებული საბავშვო ბაღის ადგილას.