რა მიზნით აზიარებს არაბი მამაკაცი ქართველი ბავშვების ფოტოებს - მშობლები

რა მიზნით აზიარებს არაბი მამაკაცი ქართველი ბავშვების ფოტოებს

2018-05-23 20:04:49+04:00

მის კედელზე ნამდვილად უამრავი ქართველი მოზარდი გოგონას ფოტოა გაზიარებული სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.

დავინტერესდით და მის კედელზე ნამდვილად უამრავი ქართველი მოზარდი გოგონას ფოტოა გაზიარებული, ძირითადად, პროფილის ფოტოები. ისიც გავარკვიეთ, რომ მამაკაცს, რომლის რეალური სახელი მუსტაფაა, მეგობრებშიც ჰყავს რამდენიმე ქართველი და ძირითადად, ასევე მცირე ასაკის გოგონები.

ამბავს აჟიოტაჟი მოჰყვა, მის მიერ გაზიარებული ფოტოების ქვეშ გაჩნდა ქართველები კომენტარები და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტით. ალბათ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და გაარკვევენ კიდეც, ხდება თუ არა რაიმე უკანონო ან ნამდვილად ვირტუალურ პედოფილთან გვაქვს თუ არა საქმე... მანამდე კი ჩვენს მკითხველებს, მშობლებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ წესებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ შვილები სოციალური ქსელის საფრთხეებისგან:

თუ ბავშვს ვუხსნით ფეისბუქის გვერდს ან თუ ჩვენ თავად ვდებთ ბავშვის ფოტოებს, აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის ყველა ფოტოზე მითითებული სტატუსად "მხოლოდ მეგობრებისთვის" და არ იყოს "საჯარო", რომ მისი დანახვა და მით უმეტეს, გაზიარება, ვერ შეძლონ უცხო ადამიანებმა.

არ გაავრცელოთ ბავშვის შიშველი ფოტოები.

არ უნდა დაიმეგობროთ უცნობი ადამიანები.

ასევე უნდა გააფრთხილოთ ბავშვები, არაფრით არ დაიმეგობრონ, არ შევიდნენ კონტაქტში უცნობებთან და ყველა ფოტოს ასევე მიანიჭონ მეგობრებისთვის სტატუსი და არა საჯარო.

იხილეთ ასევე:

ფოტოქურდობა სოციალურ ქსელში – ახალი საფრთხე მშობლებისთვის