"უნდა პირადად გადაუხადოს მადლობა ხალხს სიყვარულისთვის" მალე ცნობილი ქართველი მომღერლის, გიორგი ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. თაყვანისმცემელს წინ საყვარელი მომღერლის კონცერტი ელოდება. ცოტა ხნის წინ გიოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ გულშემატკივრები განსაკუთრებით დააგახა იმ ფაქტმა, რომ მომღერალი თავს მხნედ გრძნობს და კვლავ აგრძელებს სცენაზე მოღვაწეობას.
დავით ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე, კონცერტის ორგანიზატორი:
- არ არის დასამალი ფაქტი და ყველასთვის ცნობილია, გიო რომ უკურნებელ სენს ებრძვის... 29 მაისს გაიხსნება გიო ხუციშვილის ვარსკვლავი, სადაც იქნება ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი, თუ რა გზა გაიარა გიომ ამ ვარსკვლავამდე. ფილმში თავად გვიამბობს ყველაფერს ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე... სცენაზე იქნება ყველა მისი მეგობარი, გიოს ყველა ჰიტი შესრულდება. თავადაც მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად იმღერებს იმ სიმღერებს, რომელიც მსმენელმა განსაკუთრებით შეიყვარა. გიო ხუციშვილი - ყველა ჩემი თაობა - ასე დაარქვა მან საღამოს. ძალიან გვიხარია და აქციასავით გვაქვს, რომ ყველა მივიდეთ ფილარმონიაში და ვუთხრათ, რომ ყველა მის გვერდით ვართ! ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ გიო ჯანმრთელად იყოს!
'ამაზე უკეთესი წამალი გიოსთვის არ არსებობს' – მძიმე სენთან ბრძოლის მიუხედავად, გიორგი ხუციშვილი კვლავ კონცერტისთვის ემზადება
- ძალა და ხალისი რომ არ ჰქონდეს, კონცერტი ვერ ჩატარდებოდა... სატელევიზიო ჩართვაც ჰქონდა, საიდანაც თვითონ მოუწოდებდა ხალხს მისვლას, რადგან უნდა პირადად გადაუხადოს მადლობა ხალხს. ამ ვარსკვლავს გიო ხუციშვილს უხსნის ხალხი და არა კულტურის პალატა და დათო ოქიტაშვილი გიოს. ჩვენ პოპულარულ ხალხს ვუხსნით ვარსკვლავს და პოპულარული ადამიანი ხალხის სიყვარულით ხდები! მსმენელი გიყვარებს და გაღიარებს. ამიტომაც სურს გიოს, ხალხს უთხრას სიყვარულისთვის დიდი მადლობა! 27 მაისიდან უკვე ვიწყებთ რეპეტიციებს და ფილარმონიაში მოსული მაყურებელი უამრავ სიურპრიზს ნახავს.
გიო რომ ნახავს, ამდენი ხალხი მის გვერდით არის, ეს მისთვის ყველაზე დიდი წამალია! ხალხის სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს! მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ მოვიდნენ ფილარმონიაში და ყველა ერთად მოვეფეროთ გიო ხუციშვილს!
მანანა გაბრიჭიძე
"კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც კი არსებობს" - გიორგი ხუციშვილი მძიმე სენს ებრძვის