მშობლებმა სასამართლო მოიგეს და შვილი სახლიდან გააძევეს ნიუ-იორკში 30 წლის უმუშევარ ბიჭს მშობლებმა უჩივლეს სასამართლოში და მისი სახლიდან გაძევება მოითხოვეს. მათი თქმით, ბიჭი უარს ამბობდა გადასახადების გადახდაზე და არც საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა მშობლებს. მარკ და კრისინა როტონდებმა საკუთარ შვილს უჩივლეს იმიტომ, რომ ის თავისით არ მიდიოდა სახლიდან.
"სამსახურსაც ვთავაზობდით, მაგრამ მუშაობა არ უნდა", - აბობენ მშობლები.
სასამართლოზე ბიჭი თავად იცავდა საკუთარ თავს. მან გამოაცხადა, რომ აზრზე არ იყო, თუ მშობლებს პრეტენზიები ჰქონდათ, ხოლო გადასახადები თუ უნდა ეხადა მათთან ერთად, ეგ არც იცოდა. ისიც თქვა, რომ თავად იმზადებდა სადილს, რეცხავდა თავის სარეცხს და ექვს თვეს ითხოვდა მშობლებისგან, რომ მოესწრო გადაბარგება.
სასამართლომ მშობლების საჩივარი დააკმაყოფილა და 30 წლის მამაკაცს მშობლების სახლის დატოვება მოუწევს.
სხვათა შორის, გავრცელებული მითის მიუხედავად, ამერიკაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც ცხოვრობს მშობლებთან. მაგალითად, ნიუ-ჯერსის შტატში ახალგაზრდების 45 პროცენტი მშობლებთან ცხოვრობს, ამით აკეთებენ ეკონომიას, რადგან სახლის ყიდვა საკმაოდ ძვირია და ურჩევნიათ, მშობლიურ სახლში დარჩნენ და მშობლებთან ერთად იხადონ გადასახადები.