გიორგის ყველაზე ერთგული გულშემატკივარი მისი ორსული ცოლია X ფაქტორში გამოჩენისთანავე გულშემატკივართა არმია გაუჩნდა გიორგი ლობჟანიძეს, თუმცა გიორგის ყველაზე ერთგული გულშემატკივარი მისი ორსული ცოლია. ის გიორგის ყოველთვის აღელვებული ელოდება გულშემატკივართა ოჯახში და ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ხვდება ქმრის წარმატებას. გიორგიმ გვიამბო მათი სიყვარულის ისტორია, გაგვიმხილა ბავშვის სქესიც და გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე. როგორც აღმოჩნდა, მას ყველაზე მკაცრ ჟიურის წევრად სტეფანე მიაჩნია, ყველაზე ლოიალურად კი - ნანიკო.
- ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მოიმატა ადამიანების კეთილგანწყობამ, რაც ძალიან მახარებს.
- მე კარგი და ჭკვიანი გოგო მყავს, ეჭვიანი არაა საერთოდ (იცინის).
- ჩემი მეუღლე სამი წლის წინ გავიცანი, მეგობრები Cross Riders ბარს ხსნიდნენ და ქეთოც იქ იყო მტვერში ამოგანგლული (იცინის). თვალში მაშინვე მომხვდა და ცოტა ხანში ერთადაც აღმოვჩნდით. შემდეგ უფრო დავსერიოზულდით და ახლა ერთი სული გვაქვს როდის მოვა აგვისტოს ბოლო რომ ჩავეხუტოთ ჩვენ კურკას.
- როგორი ორსულია? განსაკუთრებული სურვილები უჩნდება ხოლმე?
-კი, უნდება პეკინზე გასეირნება, ხიდან მოწყვეტილი ქლიავი და ბოსტნის მოთოხნა და ა.შ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო