1.5 წლის ბავშვს საბავშვო ბაღში ფეხსაცმელი ლენტით „მიამაგრეს“ ფეხზე, რომ მათი გახდა ვერ შესძლებოდა ეს ფოტოები ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები ჯესიკა ჰეისის გადაღებულია. მის 1.5 წლის ბავშვს საბავშვო ბაღში ფეხსაცმელი ლენტით მიამაგრეს ფეხზე, რომ ვერ გაეხადა. დედამ ფოტოები, სადაც ბავშვის გალურჯებული ფეხი ჩანს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ლენტი ფეხზე დიდხანს ჰქონდა ბავშვს შემოხვეული, ძალიან მჭიდროდ. ფეხი გაუსივდა და გაულურჯდა,“ - წერს ჯესიკა.
მისი ნაამბობის თანახმად, ის დირექტორთან შევიდა და მომხდარზე პასუხი მოსთხოვა. მათ ნახეს კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ახვევენ ბავშვს ფეხებზე ლენტებს. ჰეისის თქმით, ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ საბავშვო ბაღის 2 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
მომხდარის მიუხედავად, ჯესიკა აპირებს ბავშვი საბავშვო ბაღში კვლავ დატოვოს, რადგან მარტოხელა დედაა და დამხმარე არავინ ჰყავს. ჰეისი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ამიერიდან მეტი გულისხმიერებით მოეპყრობიან.