ვინ შეკერა მაკა ჩიჩუას კაბა? საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილს ღონისძიებებს ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი დაესწრო. უმრავლესობა - ოჯახით. მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი მაკა ჩიჩუამ და ანუკი არეშიძემ გამოიწვიეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაესწრო. ხალხის ყურადღება მიიპყრო პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ. მისი თეთრი კაბა, რომელიც დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნის, მართლაც შეუდარებელ ხიბლს მატებდა.
საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძეც ოჯახთან ერთად შეუერთდა. ის რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
როგორც ყოველთვის, წყვილმა დიდი სიმპათიები დაიმსახურა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი თბილ სიტყვებს არ იშურებს.