კახა კალაძე: "როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული" თბილისის ცენტრში მოკლული, 51-ე სკოლის მოსწავლის მამის, ზაზა სარალიძის ბოლოდროინდელ გამოსვლებს, მის პოსტს და მისი და მისი თანამოაზრეების მიერ გამართულ აქციას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა (ზაზა სარალიძე: „ჯერ სამართალმა უნდა იზეიმოს, მამი, და მერე გნახავ“).
მართალია, თბილისის მერი კახა კალაძე ფიზიკურად არ გხალდათ აქციაზე, მაგრამ საკუთარი პოზიცია პოსტით გამოხატა და აღნიშნა:
„მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული.
მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.
კიდევ იცით, რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.
და ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები - ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.
არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი... სამწუხაროდ, ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ის,ე რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში.“
თეკლა ჟვანია