ნათლობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა - "ქრისტიანი ილია" მსახიობ რუსკა მაყაშვილის ოჯახი ფაქტოვრივად მაყურებლის თვალწინ შეიქმნა. რუსკას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძის რომანის შესახებ თბილისში ბევრს ჭორაობდნენ, წყვილი კი ამ თემაზე საუბარს საჯაროდ მანამ ერიდებოდა, სანამ სანდრომ მსახიობს ხელო საჯაროდ არ სთხოვა. დაქორწინების შემდეგ, რუსკა და სანდრო პატარის მოლოდინში იყვნენ, "ნიჭიერის" ჩაწერები რომ დაიწყო და შეიძლება ითქვას, მშობიარობამდე, სცენაზე, მაყურებლის წინაშე იდგა ორსული მსახიობი.
რუსკასთვის არც მშობიარობას შეუშლია ხელი იმაში, რომ აქტიური ყოფილიყო. პატარის დაბადებიდან მოკლე დროში დაუბრუნდა საქმეს და ეკრანსაც - დღეს ის "იქს-ფაქტორის" წამყვანია.
ბიჭუნას, რომელიც მუცლადყოფნიდანვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ილია დაარქვეს. მისი ფოტოებითა და ვიდეოებით განებივრებულია ინტერნეტმომხმარებელი..
რამდენიმე დღის წინ რუსკას და სანდროს 7 თვის ილია გაქრისტიანდა. ამის შესახებ თავად რუსკამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, როცა ნათლობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა - "ქრისტიანი ილია". როგორც ჩანს, ნათლობის აღსანიშნავ წვეულებას ფართო მასებისთვის ცნობილი სახეებიც არ აკლდნენ და ამ სიხარულს რუსკასთან ერთად იზიარებდნენ.
თეკლა ჟვანია