დედის ნაბიჯმა ბევრი გააოცა 26 წლის ბრაზილიელ კაროლინ გირალდელს გაუჩნდა ბიჭი, რომელსაც დაბადებიდან სახეზე ლაქა ჰქონდა.
კარლინამ შვილის გახარების მიზნით, დედის დღესთან დაკავშირებით გაიკეთა მაკიაჟი. მან პროფესიონალ ვიზაჟისტებს სთხოვა მოეხატათ მისთვის სახე ისე, როგორც მის ბიჭუნას ჰქონდა. "ძალიან აღელვებული ვიყავი მაშინ, როდესაც მაკიაჟი გამიკეთეს. თავი ყველაზე ლამაზ ქალად ვიგრძენი", - ამბობს კაროლინი.
როდესაც დედა დაინახა, ენცოს ძალიან გაუხარდა, თუმცა ვერ გაიგო, რატომ გამოიყურებოდა დედა ასე. ასეთივე ფორმაში წავიდა ის სამსახურში. თანამშრომლების ნაწილი გაკვირვებული შეხვდა. კაროლინამ გამოაცხადა, რომ ის ყველაზე ამაყად გრძნობდა თავს.
...მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა. როდესაც ბავშვი დაიბადა, დედას არც შეუმჩნევია მის სახეზე ლაქა. მთავარი მისთვის შვილის ჯანმრთელობა იყო. ბავშვის ეს ნაკლი სულაც არ აწუხებს, მაგრამ არ უნდა, რომ საზოგადოებამ მისი პატარა ავადმყოფად ჩათვალოს. კაროლინას და მის ქმარს სურთ, რომ ბავშვი ისე აღზარდონ, თავისი გარეგნობის გამო არანაირი კომპლექსი არ ჰქონდეს. როდესაც ენცო წამოიზრდება, მას ეცოდინება, რომ როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, ის მაინც ყველაზე საყვარელი და სასურველი შვილი იქნება თავისი ოჯახისთვის.