სოსო პავლიაშვილის ვაჟი ლევანი მამის რესტორანში მამის სიმღერებს მღერის როგორც იცით, მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ იქ მეორე ოჯახიც შექმნა - 16 წლით უმცროსი მოცეკვავე ირინა პატლახი შეირთო ცოლად. მასთან ორი ქალიშვილი გაუჩნდა - სანდრა და ლიზა. ვაჟი ლევანი, რომელიც პირველ ცოლთან ჰყავს, მალევე წაიყვანა რუსეთში, იქ მიაღებინა სამხედრო განათლება. ახლა მამის რესტორანში მამის სიმღერებს მღერის და საოცრად ჰგავს მამას.
იხილეთ ვიდეო
სოსო პავლიაშვილი ვაჟთან ერთად მღერის
პავლიაშვილის ქალიშვილები ქართულ ხალხურ ცეკვებზე დადიან. 26 მაისს მომღერალმა სპეციალური ვიდეოც ჩაწერა, რომელზეც ჩანს, მისი უმცროსი ქალიშვილი როგორ ცეკვავს "აჭარულს".
სოსო პავლიაშვილის ქალიშვილი აჭარულს ცეკვავს
სოსოსთან ერთად სცენაზე ხშირად დგას არა მხოლოდ მისი ვაჟი, არამედ მისი ცოლიც. ის ხან ცეკვით უწევს აკომპანემენტს მეუღლეს, ხან მასთან ერთად მღერის.
ასევე იხილეთ:
სოსო პავლიაშვილის სუპერმდიდრული მოსკოვური ბინა, რომელიც ბევრს აოცებს