ბედნიერი მოსწავლეები ხევენ რვეულებს, წიგნებს და კონსპექტებს
სხვადასხვა ქვეყნებში მოსწავლეები სკოლის დამთავრებას სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, ყველა ქვეყანას თავისის ტრადიცია აქვს.
პოლონეთში გამოსაშვებ საღამოს იგივე ბანკეტს მთავარ გამოსაშვებ გამოცდამდე ზუსტად ასი დღით ადრე აღნიშნავენ. მოსწავლეები ქირაობენ ლამაზ საბანკეტო დარბაზს, მაგალითად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. გამოსაშვებ საღამოზე ყველა ელეგანტურად და ლამაზად ჩაცმული უნდა გამოცხადდეს. გოგონებს კაბის ქვეშ წითელი ლენტები აქვთ შებმული. ალკოჰოლური სასმელის მიღება შეზღუდულია, ბავშვებს მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინის მიღება შეუძლიათ.
ტრადიციულად საღამო პოლონური პოლონეზით იხსნება, ეს პოლონური ტრადიციული ცეკვა გახლავთ. ეს არის ცეკვა-მსვლელობა, რომელსაც ბანკეტის დროს სათავეში სკოლის დირექტორი უდგას.
ამერიკაში გამოსაშვებ საღამოზე ეკონომიას არავინ აკეთებს. მშობლები ამ დროს თანხებს არ ზოგავენ, ქირაობენ ძვირად ღირებულ ლიმუზინს, ყიდულობენ ძვირფას ტანსაცმელს. ამერიკაში, ტრადიციულად, გამოსაშვებ საღამოზე ყველა წყვილ-წყვილად მიდის. ბანკეტის მთავარი ნაწილი დასკვნითი მეჯლისია, რომელზეც ამ საღამოს მეფესა და დედოფალს ირჩევენ.
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, ამერიკაში ის კანონით არის აკრძალული 21 წლამე ასაკის მოზარდთათვის.
მსგავსი ტრადიციები, ძვირფასი სამოსი, ლიმუზინი და საბანკეტო დარბაზი მრავალ ევროპულ, ინგლისურენოვან ქვეყანაში ფიგურირებს.
ავსტრალიელები გამოსაშვებ საღამოზე ძალიან მოკრძალებულად გამოწყობილები მიდიან - ბიჭები მკაცრ კოსტიუმში, გოგონები კი გრძელ კაბებში. მანქანებს ჯგუფურად ქირაობენ, რათა უფრო იაფი გადაიხადონ. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები უცნაურ ტრანსპორტს ქირაობენ, მაგალითად პოლიციის ან სახანძრო მანქანას ან თუნდაც ურემს.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ამერიკისგან განსხვავებით, მისი მიღება ზომიერად დაშვებულია.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები სკოლის დამთავრებას საზღვარგარეთ, მაგალითად ბალიზე ან ტაილანდში აღნიშნავენ. სხვათა შორის, ავსტრალიაში სასწავლო წელი იწყება თებერვალში და მთავრდება ნოემბერში.
ნორვეგიელები ტრადიციებს დიდი პატივს ცემენ. ეს გამოსაშვები საღამოს აღნიშვნის დროსაც გამოიხატება. ახალგაზრდები ბანკეტზე ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილები მიდიან. გოგონები დედის ან ბებიის ხელით შეკერილი კაბით იწონებენ თავს და მათი უმთავრესი ატრიბუტი ხელჩანთაა.
საზეიმო საღამოს შემდეგ ახალგაზრდები უკვე სპორტულ ფორმაში გამოწყობილები მიდიან დროის გასატარებლად. ფორმის მაისურებზე სკოლის ლოგოტიპია გამოსახული.
გამოსაშვები საღამოსთვის მზადდება სპეციალური ალბომი, ჟურნალის მსგავსი, რომელშიც ყველა მოსწავლის შესახებ ხვდება ინფორმაცია.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრადიცია გამოსაშვები საღამოს აღნიშვნისა ჩინელებს აქვთ. გამოცდების დამთავრების შემდეგ ბედნიერი მოსწავლეები ხევენ რვეულებს, წიგნებს და კონსპექტებს. ერთი სიტყვით, ემშვიდობებიან ყველაფერს, რაც მათ ცხოვრებას ასე ამძიმებდა. დახეულ მაკულატურას ყრიან ფანჯრებიდან და ამ დღეებში ჩინეთის ქუჩები სულ ქაღალდებით არის მოფენილი.
ლათინოამერიკული ქვეყნების უმრავლესობა გამოსაშვებ საღამოს ევროპული ქვეყნების მსგავსად აღნიშნავს - ლამაზი ტანსაცმელი, ლიმუზინები და ა.შ.
ბრაზილიაში კი საღამოს შემდეგ ახალგაზრდები მიდიან ზღვის სანაპიროზე და იქ დილამდე ერთობიაბ, საბოლოოდ კი საღამოს მეფესა და დედოფალს ირჩევენ.
იაპონელებს ყველაზე მოკრძალებული ტრადიციები აქვთ. ისინი საერთოდ არ აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას. დიპლომის ასაღებად ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ფორმაში მიდიან. სკოლის დამთავრების ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ბავშვები სახლებში ბრუნდებიან და ოჯახურ გარემოში მიირთმევენ ჩაის.
"დავინახე დედები, რომლებსაც ხმის ამოღების და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ..." - ბოლო ზარი ქართულად