10 წლის მოზარდს თამაშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა
10 წლის მოზარდს თამაშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა
ზუგდიდში 10 წლის მოზარდს თამაშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალში განუცხადეს, მას ყველანაირი რეანიმაციული ღონისძიება 40 წუთის განმავლობაში უტარდებოდა. "შემოიყვანეს ბავშვი ასისტოლიით-გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით, თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა", - ამბობენ მედიკოსები.

ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს თამაშის დროს თავში ბურთი მოხვდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

altგადაუდებელი დახმარება თავის ტრავმის დროს - ეს უნდა იცოდეთ


7642
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```