რა­ი­ონ­ში ბან­კე­ტის გა­დახ­და გა­ცი­ლე­ბით იაფი ჯდე­ბა, ვიდ­რე - თბი­ლის­ში
რა­ი­ონ­ში ბან­კე­ტის გა­დახ­და გა­ცი­ლე­ბით იაფი ჯდე­ბა, ვიდ­რე - თბი­ლის­ში
რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში მე-12 კლა­სელ­თათ­ვის ბოლო ზარი და­ი­რე­კა და ქუ­ჩე­ბი, ტრან­სპორ­ტი, თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ბედ­ნი­ერ­ღი­მი­ლი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბით აჭ­რელ­და, რო­მელ­თაც ხე­ლით მო­ხა­ტუ­ლი პე­რან­გე­ბი აც­ვი­ათ. ბოლო ზა­რის შემ­დეგ, მე-12 კლა­სე­ლებს ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე გა­მოც­და და ბან­კე­ტი აშო­რებთ.

სკო­ლის ბან­კე­ტი... ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ უოც­ნე­ბი­ათ ამ დღის დად­გო­მა­ზე მოს­წავ­ლე­ებს, გო­ნე­ბა­ში მო­ურ­გი­ათ ყვე­ლა­ზე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ბე­ბი თუ კოს­ტი­უ­მე­ბი. ამ დღის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად მშობ­ლებს შვი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სხვა საზ­რუ­ნა­ვი უჩ­ნდე­ბათ - რო­გორ მო­ი­ძი­ონ, ან ამ­ყო­ფი­ნონ შვი­ლის ბან­კე­ტის ხარ­ჯებს ფი­ნან­სე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად
საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბენ­კე­ტის გა­დახ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად რამ­დე­ნი­მე მშო­ბელს გა­ვე­სა­უბ­რეთ, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­შიც.

ირმა არა­ხა­მია, სა­ბურ­თა­ლო­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი:
"გა­აჩ­ნია, ვის რა გეგ­მე­ბი აქვს ბან­კეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ რეს­ტო­რან­ში აკე­თებს, რას იც­ვამს, კლიპს იღე­ბენ თუ არა, ანი­მა­ტო­რი, წამ­ყვა­ნი და დი­ჯეი მოჰ­ყავთ თუ არა... ბან­კეტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი სწო­რედ ამ სა­კი­თხებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვხუმ­რობ ხოლ­მე - მე მშო­ბე­ლი ირმა, ვა­ბა­რებ თირკმელს! რომ მი­ვი­ხედ-მო­ვი­ხე­დე­ბი და თან­ხის შოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდ პერ­სპექ­ტი­ვებს ვერ ვხე­დავ, ხუმ­რო­ბის მეტი აღა­რა მრჩე­ბა რა. ჩემი გო­გო­ნას კლა­სი ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე იხ­დის ბან­კეტს. 500 ლარს
ვიხ­დით რეს­ტო­რან­ში 2 ადა­მი­ა­ნი (ანუ მე და ბავ­შვი) - ამა­ში შე­დის მე­ნიუ და ტორ­ტი. ბან­კეტ­ზე იქ­ნე­ბა კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია, რომ­ლის ჩა­წე­რაც, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყო, 65 ლარი დას­ჭირ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის წი­ლად. პლუს ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა, თა­ვი­სი მონ­ტა­ჟი­ა­ნად, ანი­მა­ტო­რი­ან-დი­ჯე­ი­ა­ნად - ყო­ვე­ლი ბავ­შვი 150 ლარს იხ­დის.

ჩემი გო­გო­ნას კლას­ში სულ 23 ბავ­შვი სწავ­ლობს და მათ გარ­და კლა­სი­დან გა­და­სულ­მა ხუთ­მა მოს­წავ­ლემ გა­მოთ­ქვა ბან­კეტ­ზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი თან­ხე­ბი 28-ზე უნდა გამ­რავ­ლდეს და გა­ვი­გებთ მთლი­ა­ნო­ბა­ში რა დაჯ­დე­ბა ჩემი შვი­ლის კლა­სის ბან­კე­ტი. თა­ვის დრო­ზე, მე, ვერ­კე­თილ­ში "ბონ­დოს დუ­ქან­ში” რომ მქონ­და ბან­კე­ტი, მსგავს ად­გი­ლას კაცი 50 ლარი დაჯ­დე­ბა, თუ უკე­თე­სი გინ­და, ჯი­ბეც უკეთ უნდა მო­ი­ქე­ქო და შე­სა­ბა­მი­სად და­ი­ხარ­ჯო.

ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა სა­მოსს, ჩემ გო­გო­ნას - ერთ-ერთი დი­ზა­ი­ნე­რი უკე­რავს კა­ბას, თა­ვი­სი­ვე ნაჭ­რით, 300 ლა­რად. ფეხ­საც­მე­ლიც 150 ლარი, პლუს ვარ­ცხნილ­ბა და მა­კი­ა­ჟი ერ­თად - 80 ლარი, 20 ლარი ფრჩხი­ლე­ბი, 10 ლარი წარ­ბე­ბი. გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ხარ­ჯებს აღარ ვგუ­ლის­ხმობ. ჩემი შვი­ლის ორმა პა­რა­ლე­ლურ­მა კლას­მა, სა­ერ­თოდ არ გა­და­ი­ხა­და ბან­კე­ტი და მთე­ლი კლა­სით წა­ვიდ­ნენ თურ­ქეთ­ში, ზღვის კუ­რორტზე და­სას­ვე­ნებ­ლად, რა­შიც თი­თო­ე­ულს 250 დო­ლა­რის გა­დახ­და დას­ჭირ­და. დე­და­ჩე­მი ლი­ლოს სკო­ლა­ში მუ­შა­ობს პე­და­გო­გად და ჩვენს ხარ­ჯებს რომ გა­და­ხე­და - გვი­თხრა, ლი­ლო­ე­ლე­ბის ბან­კე­ტი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბაო. მათ ხარ­ჯებს ემა­ტე­ბა - ხე­ლოვ­ნუ­რი წვი­მე­ბი, შუშ­ხუ­ნე­ბი, ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბი, დრონს ქი­რა­ო­ბენ, მან­ქა­ნებს, ბან­კეტს ისი­ნიც ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე იხ­დი­ან... ” - გვე­უბ­ნე­ბა მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას მშო­ბე­ლი.

მა­გუ­ლი ლო­მი­ძე - ხა­შუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი:
"ჩვენ­თან რა­ი­ონ­ში ბან­კე­ტის გა­დახ­და გა­ცი­ლე­ბით იაფი ჯდე­ბა, ვიდ­რე - თბი­ლის­ში. რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარგ და პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში, 1 მოს­წავ­ლე 45 ლარს იხ­დის მე­ნი­უ­ში, ხოლო, თუ მშო­ბე­ლიც მიჰ­ყავს - 50 ლარს. ფო­ი­ერ­ვერ­კი და დარ­ბა­ზის დი­ზა­ი­ნი თი­თო­ე­ულ ბავ­შვს 20 ლარი უჯ­დე­ბა. თუ და­ვი­ქი­რა­ვებთ რე­ჟი­სორს, რო­მე­ლიც გა­უ­წევს ორ­გა­ნი­ზე­ბას მთელ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას, თა­ვის სცე­ნა­რი­ან-დად­გმი­ა­ნად, 300 ლარი დაგ­ვჭირ­დე­ბა. ამ ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უარი ვთქვით და თვით­შე­მოქ­მე­დე­ბას მივ­მარ­თეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა, ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბას, დრო­ნის და­ქი­რა­ვე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ეფექ­ტე­ბით და მონ­ტა­ჟით, სულ 1 000 ლა­რის გა­დახ­და უწევს ჩემი შვი­ლის კლასს. მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ში 300 ლარს გა­და­ვიხ­დით. ამას ემა­ტე­ბა კოს­ტი­უ­მის ხარ­ჯე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მშო­ბე­ლი იხ­დის - კა­ბა­ში 200 ლა­რამ­დე და 150 ლა­რამ­დე - ფეხ­საც­მელ­ში. ვარ­ცხნი­ლო­ბა 25 ლარი, მა­კი­ა­ჟი 15, ფრჩხი­ლე­ბი - 6. მან­ქა­ნებს არ ქი­რა­ო­ბენ, პი­რა­დი მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბენ და ეს ხარ­ჯიც აგ­ვცდე­ბა. გა­ვი­გე, რომ ერთი კლა­სი ჩვე­ნი რა­ი­ო­ნი­დან ბან­კე­ტის ნაც­ვლად კა­პა­დო­კი­ა­ში 5-დღი­ან ტურ­ში აპი­რებს წას­ვლას და თი­თო­ე­ულს 250 ლარი უჯ­დე­ბაო. ჩემი შვი­ლის კლა­სე­ლებ­მა ბან­კე­ტი მო­ინ­დო­მეს, უარს ხომ ვერ ეტყვი?! ყო­ველ­დღე არ ამ­თავ­რე­ბენ სკო­ლას... გავა წლე­ბი და დარ­ჩე­ბათ სახ­სო­ვა­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ის და­ა­ვი­წყდე­ბათ, იმი­სათ­ვის რომ მათ­თვის ეს დღე და­უ­ვი­წა­რი ყო­ფი­ლი­ყო, ზო­გი­ერ­თის ბე­ბი­ამ 3 თვის პენ­სია გა­მო­ი­ტა­ნა შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის, მა­მებ­მა - მან­ქა­ნე­ბი და­ა­ლომ­ბარ­დეს..." განაგრძეთ კითხვა
1671
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ღირს კია
0
კი არიან მშივრები მაგრამ ვალში ჩავარდებიან და მაიც გადაიხდიან.. აი ესაა დამახასიათებელი ქართველის..
11:06 / 20-06-2018
კოკო
0
ამის წამკითხავს აღარ მჯერა, რომ „მთელი საქართველო მშიერია". არც ადრე მჯეროდა მაინცდამაინც. ჩემს გარშემო ასეთი არავინ მინახავს (მხოლოდ რიგით მოქალაქეები მყავს მხედველობაში).
19:56 / 10-06-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი